"ახალმა კანონმა ბევრი საკითხი ახლებურად გაიაზრა", - ასე აფასებს კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი ლაშა ნოდია რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ ახალ კანონს, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდა. კანონი საწარმოთა რეაბილიტაციის შესაძლებლობებზეა ორიენტირებული და მის ნოვაციას წარმოადგენს რეგულირებული შეთანხმება, რომელიც საშუალებას იძლევა სასამართლოს არსებითი ჩარევის გარეშე და ნაკლები დანახარჯებით ფინანსური სირთულეების დაძლევის გზები გამოინახოს და კომპანიამ კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწიოს.
„ახალმა კანონმა გაკოტრების, რეაბილიტაციის ახლებური რეჟიმები შემოგვთავაზა. ამავდროულად გააჩინა ბევრი მოტივაცია იმისათვის, რომ საწარმომ თავადვე დროულად დაიწყოს პროცესი, რაც ერთი მხრივ მას აძლევს შესაძლებლობას რომ მართვა შეინარჩუნოს“, - აღნიშნა ლაშა ნოდიამ გადაცემა Forbes-კვირაში. თუმცა მისივე თქმით, უკვე გამოიკვეთა ის ნაწილები, რაც შესაძლოა, სხვანაირად და უფრო უკეთ დარეგულირებულიყო.
„ჩვენ გვაქვს რვა მიმდინარე საქმე ახალი კანონის მიხედვით და ამ საქმეებიდან გამომდინარე უკვე გვაქვს ხედვა, რომ შესაძლოა სხვაგვარად ყოფილიყო გარკვეული ნორმები მოწესრიგებული. ეს ბუნებრივი პროცესია.
ალბათ მომავალი წლის ბოლოსთვის იქნება გარკვეული პაკეტი მომზადებული იმისათვის, რომ კანონი დაიხვეწოს. ეს ბუნებრივია, როდესაც სრულიად ახალ კანონთან გვაქვს საქმე... მსოფლიოში ვითარდება კანონმდებლობა და ამ ნაწილში არ უნდა ვიყოთ ჩამორჩენილი, თუ გვინდა რომ საინვესტიციო გარემო იყოს მოწინავე“, - განაცხადა ნოდიამ.
მისივე თქმით, საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ კანონი მუშაობს.
„პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი ბიზნესი აღმოჩნდა ფინანსური კრიზისის წინაშე, ბევრი გაჩერებული იყო რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაბამისად თითქოს არსებობდა მოლოდინი რომ კომპანიები ახალი კანონით ისარგებლებდნენ და ფინანსების გადარჩენის გარკვეულ ხერხებს გამოიყენებდნენ. თუმცა, მე ვვარაუდობ, რომ ეს უფრო მომავალი წლიდან დაიწყება, ვინაიდან ნებისმიერ ახალ კანონს სჭირდება გააზრება, გარკვეული პრაქტიკის დანახვა. აქ ძალიან დიდი როლი ენიჭება ძირითად მოთამაშეებს, ვინც არიან ბაზარზე, ესენი არიან ბანკები, ვინაიდან მათაც გააჩნიათ მოტივაცია რომ ამ პროცესებშიც თავადაც აქტიურად ჩაერთონ და მხარი დაუჭირონ რეაბილიტაციას“, - დასძინა მან.
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ