მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

5fc14f91e4419
BM.GE
27.11.20 22:51
1073
საქართველოს ეკონომიკა გლობალურ საფინანსო ბაზარზე სულ 3 კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი, ესენია - “თიბისი ბანკი”, “საქართველოს კაპიტალი” და “საქართველოს ბანკი”. 

გასული სამუშაო კვირის განმავლობაში მათი უმეტესობის აქციების ფასი მცირედით შემცირდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულების შემცირება -3.35%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 12.12 გირვანქა სტერლინგი ღირს. აქციების ფასის კლების გამო, თიბისის საბაზრო კაპიტალიზაციამ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგით იკლო და ამჟამად 668.49 მილიონს შეადგენს. გასულ კვირიაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 4,518,490 გირვანქა სტერლინგი იყო.

BGEO-ს აქციების ღირებულება -2.82%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 11.70 გირნავქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 16 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 575.28 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 1,174,466 გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების მატებამ კი 4.27% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.77 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 10 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 228.26 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 371,132 გირვანქა სტერლინგი იყო.

რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიების - რკინიგზისა და გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს, მათი ბონდების ცვლილება ასეთია: 

რკინიგზა - ბონდის ღირებულება $104.93 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე +0.25%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება -4.31%-ით არის შემცირებული.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $101.88  დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე 0%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება -2.04%-ით არის შემცირებული.