მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა საქართველოში საგადახდო ბარათების სტატისტიკა

605b517b1f049
ლუკა მიმინოშვილი
24.03.21 21:38
2489
ეროვნული ბანკის სტატისტიკათა შორის ერთ-ერთი საგადახდო ბარათების ბაზარს ეხება, აღნიშნულ სტატისტიკაში მრავალი მონაცემის გაცნობა შეგვიძლია, მათ შორისაა შემდეგი ინფორმაციაც:

• ქვეყანაში არსებული ბანკომატების რაოდენობა;
• სავაჭრო მომსახურების ობიექტებში არსებული პოს-ტერმინელების რაოდენობა;
• ბანკის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში არსებული პოს-ტერმინალების რაოდენობა;
• ინფორმაცია მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობის შესახებ;
• ინფორმაცია მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობის შესახებ და ა.შ.

2021 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 2 705 ბანკომატია, გასული წლის თებერვალში აღნიშნული მაჩვენებელი 2 482 იყო. ბანკომატების რაოდენობის მსგავსად, გაზრდილია სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში არსებული პოს-ტერმინალების რაოდენობაც, რომელიც 2020 წლის თებერვალში 62 301, ხოლო 2021 წლის თებერვალში 75 189 იყო. განსხვავებული სიტუაციაა ბანკის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში არსებული პოს-ტერმინალების რაოდენობის კუთხით, აქ რაოდენობა შემცირებულია და 2020 წლის თებერვალში არსებული 1 415-ის მაგივრად, 2021 წლის თებერვალში 1 199-ს ითვლის.

ცვლილება არის საგადასახადო ბარათების ნაწილშიც:

2020 წლის თებერვლისათვის მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 6 084 858 იყო, 2021 წელს კი მან 6 203 908 მიაღწია. ბარათების განაწილება ასეთია:

• VISA – 1 978 239 ბარათი, მატება წლიურ ჭრილში 303 ათასი;
• EC/MC – 3 858 433 ბარათი, კლება წლიურ ჭრილში 230 ათასი;
• სხვა ტიპის ბარათები - 367 236 ბარათი, ზრდა წლიურ ჭრილში 45 ათასი;

სადებეტო ბარათებისგან განსხვავებით, შემცირებულია საკრედიტო ბარათების რაოდენობა. 2021 წლის თებერვლისათვის მიმოქცევაში არსებული საგადასახადო საკრედიტო ბარათების რაოდენობა 552 397 იყო, რაც წლიურად 40 ათასით არის შემცირებული. საკრედიტო ბარათები სისტემების მიხედვით შემდეგნაირად შედგებოდა:

• VISA – 199 342 ბარათი, კლება წლიურ ჭრილში 52 ათასი; 
• EC/MC – 138 023 ბარათი, კლება წლიურ ჭრილში 55 ათასი; 
• სხვა ტიპის ბარათები - 215 032 ბარათი, ზრდა წლიურ ჭრილში 68 ათასი.

სადებეტო და საკრედიტო ნაწილში ბარათის ტიპის მიხედვით შემდეგნაირი ცვლილებებია:

• 2021 წელს VISA ბარათის ჯამური რაოდენობა - 2 177 581, ზრდა წინა წელთან 251 ათასი ბარათი;

• 2021 წელს EC/MC ბარათის ჯამური რაოდენობა - 3 996 456, კლება წინა წელთან 285 ათასი ბარათი;

კოვიდ პანდემიის ფონზე მნიშვნელოვანია თუ როგორ შეიცვალა საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად ნაღდი ფულის გამოყენების მაგივრად სწორედ საბარათე ოპერაციების შესრულება ითვლებოდა.

საქართველოს ტერიტორიაზე საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა 2019 წელს ჯამურად 341 271 788 იყო, ხოლო 2020 წლის ჯამური მონაცემი 375 196 404 არის.

საბარათე აქტივობებზე კორონა პანდემიის გავლენის შესაფასებლად შეგვიძლია ოპერაციების რაოდენობები შემდეგნაირად ჩავშალოთ:

1. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკებისა თუ უცხოური ბანკების ფილიალების მიერ გაცემული ბარათებით შესრულებული ოპერაციები. (ოპერაციების რაოდენობა)
2. საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირებადი იურიდიული პირების მიერ გაცემული ბარათებით შესრულებული ოპერაციები. (ოპერაციების რაოდენობა)

2019 წლის წლიური მაჩვენებელი პირველ შემთხვევაში 327 203 491 იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში 14 068 297.

2020 წელს პირველმა მაჩვენებელმა 369 475 522-მდე მოიმატა, ხოლო მეორე მაჩვენებელი 5 720 882-მდე შემცირდა.

აღნიშნული სტატისტიკის გათვალისწინებით,  საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირებადი იურიდიული პირების მიერ გაცემული ბარათებით შესრულებული ოპერაციების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, რომელიც 14 068 297-დან 5 720 882-მდე შემცირდა, აქ ასევე მნიშვნელოვანია შესრულებული ოპერაციების მოცულობაც, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:



2020 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკებისა თუ უცხოური ბანკების ფილიალების მიერ გაცემული ბარათებით ბანკომატებში შესრულებული ოპერაციების რაოდენობა 77 526 300 იყო, ხოლო მოცულობა 21 583 899 000 ლარი. პოს-ტერმინალებითა და ინტერნეტით ჯამურად შესრულებული ოპერაციების რაოდენობა 291 949 222 იყო, ხოლო მოცულობა 10 180 197 000 ლარი.

გასულ წელს, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირებადი იურიდიული პირების მიერ გაცემული ბარათებით ბანკომატებში შესრულებული ოპერაციების რაოდენობა 2019 წლის მონაცემთან შედარებით 1 807 678-ით, 1 335 958-მდე შემცირდა, ხოლო მოცულობამ 689 397 000 ლარით, 681 705 000 ლარამდე იკლო. შემცირდა პოს-ტერმინალებითა და ინტერნეტით შესრულებული ოპერაციების რაოდენობაცა და მოცულობაც, რაოდენობაში კლება 6 539 737 იყო და 4 384 924-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა, მოცულობაში კი 1 215 229 000 ლარით 102 751 000 ლარამდე შემცირდა.

მნიშვნელოვანი ცვლილება არის ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციათა რაოდენობასა და მოცულობაშიც, რაც სავარაუდოდ როგორც პანდემიური წლის ასევე ელექტრონული კომერციის განვითარების შედეგად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

2019 წელს შესრულებული ოპერაციების რაოდენობა 58 082 067 იყო, ოპერაციების ჯამური მოცულობა კი 3 215 448 000 ლარი.

2020 წელს შესრულებული ოპერაციების მთლიანი რაოდენობა 77 232 039-მდე გაიზარდა, ხოლო ოპერაციების ჯამური მოცულობის ზრდა 4 416 532 000 ლარამდე მოხდა.