მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეხვდა კერძო სექტორი გოდერძის კურორტზე ტურისტული სეზონის გახსნას?

5e1daff9cf87e
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.20 22:19
1686
გოდერძის სამთო კურორტზე სეზონი დღეს გაიხსნა. ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ Facebook-ის გვერდზე დაწერა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, სხვა აქტივობა კურორტზე არ ყოფილა. 

bm.ge დაინტერესდა, რას ფიქრობს კერძო სექტორი.

„28-ში გავხსენით ლაუნჯი, იმ პერიოდისთვის თოვლის პრობლემა გვქონდა და უკვე სამი დღეა საკმაოდ ბევრი ტურისტია“, - ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმრო „მეტეოს“ და გოდერძის ვილების მმართველი კომპანია „ხიდი 2006“-ის დირექტორმა ჯუმბერ ჭყონიამ განუცხადა.

კომპანია „ხიდი 2006“-მა წელს აჭარის მაღალმთიან კურორტზე, მისი მართვის ქვეშ არსებული ობიექტების ასამოქმედებლად 5 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, ტურისტების რაოდენობა ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა.

„ვილების დატვირთვა დაახლოებით 50%-მდეა, ხოლო „მეტეოზე" დღეიდან სრულად იტვირთება, წუთი წუთზე ველით ტურისტებს ერთკვირიანი ჯავშნით და შემდეგ რეზერვაცია უკვე გაკეთებულია.

წინასწარი ჯავშნები რაც არის, არის რუსეთის ფედერაციიდან, არის უკრაინიდან და ადგილობრივებიც არიან. დღეისთვის ჩვენ გერმანელებსაც ვმასპინძლობთ“, - ამბობს ჯუმბერ ჭყონია.

სასტუმროების მმართველი კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, აღნიშნული სახელმწიფო ქონება გასული წლის 15 იანვარს გადაიბარეს.

„გასული წელი ისე ჩავამთავრეთ, რომ ბევრი რამ შესაცვლელი დაგვრჩა, და წელს რაც მოვახერხეთ გავაკეთეთ. ჩვენი განკარგვაში არსებული 3 ვილის რემონტი განვახორციელეთ, რითიც ადგილების რაოდენობა 70 მომხმარებლით გაიზარდა. სასტუმრო „მეტეოზე“ გვქონდა 10 ნომერი და დღეს გვაქვს 14 ნომერი. ვილები 156-ადგილიანია.

ასევე 28-ში გავხსენით ლაუნჯი, იმ პერიოდისთვის თოვლის პრობლემა გვქონდა და უკვე სამი დღეა საკმაოდ ბევრი ტურისტია. მომხმარებლები პირობებით, ძირითადად, კმაყოფილები არიან. ცოტა გზის პრობლემაა და გადაადგილება უჭირთ, გუშინდელი უხვი ნალექიდან გამომდინარე.

სასტუმრო „მეტეომდე“, რომელიც მაღალ წერტილზეა განთავსებული, მისვლა მხოლოდ თოვლმავლით არის შესაძლებელი. პლიუს ამას გადაადგილების მომსახურებაზეც სახელმწიფოს მთის კურორტებს გამოცხადებული ჰქონდათ აუქციონი, რაშიც გავიმარჯვეთ მომსახურებაზე, იმიტომ რომ ეს თოვლმავალი რაც გვყავს ქარხნულად სამგზავრო კაბინით არის 20 ადამიანზე გათვლილი, რაც აკმაყოფილებს სტანდარტებს. ჩვენს „მეტეოში“ ჩვენს სტუმრებს მომსახურებას ჩვენ ვუწევთ.

რაც შეეხება საინვესტიციო მოცულობებს, ლაუნჯზე ხელშეკრულებით 1 მლნ ლარის ვალდებულება გვქონდა და უკვე 3 მლნ ლარამდე გვაქვს განხორციელებული. სასტუმრო „მეტეოზე“ და ვილებზე 1 მლნ ლარის ვალდებულება გვქონდა და დაახლოებით 2 მლნ გვაქვს დახარჯული. სასტუმრო „მეტეოშიც“ კოსმეტიკური რემონტი ჩავატარეთ, იმიტომ რომ წელს ვერ მოვასწრებდით ამდენი ობიექტების კაპიტალურ შეკეთებას. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, დიდი ხანია არ გაკეთებულა და ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ტურისტის მიღებაც კი არ იყო რეკომენდებული, შეუსაბამო პირობების გამო. მომავალ წელს სასტუმროშიც კაპიტალურ რემონტს გავაკეთებთ და ქვემოთ დარჩენილ ორ ვილასაც გავარემონტებთ“, - ამბობს კურორტზე ერთადერთ მსხვილი განთავსების ობიექტის დირექტორი.

ჯუმბერ ჭყონიამ BM.GE-ს სამომავლო გეგმების შესახებაც ესაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის კომპანია არამხოლოდ განთავსების ობიექტების სრულ რეაბილიტაციას, არამედ ორი კვების ობიექტის დამატებასაც გეგმავს, რაც მათი გეგმების არასრული ჩამონათვალია.

„პირველი საბაგიროს ზემოთ ჩვენ დამატებით 13 ვილისა და ხელოვნური ტბის მოწყობის ვალდებულება გვაქვს, ეს დაახლოებით 4 მლნ ლარიანი პროექტია და 3 წელიწადში უნდა დავასრულოთ.

ამასთან, ჩვენ გვაქვს 600 მ2 ფართები შუა სადგურზე და ჭანჭახზე 2 რესტორანი მოეწყობა, რაზეც 1 მლნ ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ“, - განაცხადა „ხიდი 2006“-ის დირექტორმა.