მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ წარმოუდგენია IMF-ს თამბაქოს აქციზის მობილიზებაში არსებული დანაკლისის დაბალანსება?

5d81d2fbe5d18
თელარა გელანტია
18.09.19 10:46
820
სსფ-ის მისიის შეფასებით, „საგადასახადო შემოსავლების მობილიზება კარგად მიმდინარეობს, თუმცა საჭიროა დამატებითი საშემოსავლო ღონისძიებების გატარება თამბაქოს აქციზის მობილიზებაში არსებული დანაკლისის დასაბალანსებლად 2019 წელს“.

ამის შესახებ მისიის ვიზიტის დასასრულს ტრადიციულად IMF-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი.

„საგადასახადო შემოსავლების მობილიზება კარგად მიმდინარეობს, თუმცა საჭიროა დამატებითი საშემოსავლო ღონისძიებების გატარება თამბაქოს აქციზის მობილიზებაში არსებული დანაკლისის დასაბალანსებლად 2019 წელს. ბიუჯეტის შესრულების მაღალი ტემპის ფონზე შესაძლებელი გახდა კაპიტალური ხარჯების დაჩქარება 2019 წლის პირველ ნახევარში, რაც მისასალმებელია და შეესაბამება სსფ-ის პროგრამის დათქმას, რომ ხარჯები მიმართული იქნება მეტწილად ინვესტიციების დასაფინანსებლად მაშინ, როცა მიმდინარე ხარჯების დაზოგვა მოხდება. საბიუჯეტო დისციპლინის გაგრძელება საშუალოვადიან პერიოდში უზრუნველყოფს ვალის შენარჩუნებას უსაფრთხო დონეზე და წარმოადგენს შესაბამის პოლიტიკას“, - აღნიშნულია მისიის შეფასებაში.

ცნობისთვის: 11-17 სექტემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია ქალბატონი მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების მიმოხილვა და სტრუქტურული რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის შეფასება.

IMF-ის მისიას მიაჩნია, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ზრდა ეკონომიკის სიძლიერეზე მიუთითებს. მისივე შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ინფლაციური წნეხის საპასუხოდ.