მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც გავიდა სახელმწიფო საწარმოები 151 მლნ ლარის მოგებიდან 563 მილიონიან ზარალზე?-ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტება

5d9f39749c42e
ელენე გოგბერაშვილი
10.10.19 17:57
2833
2012 წელს სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საწარმოების ბრუნვა 2 მილიარდი ლარი იყო. აღნიშნული წელი მათ ზარალის ნაცვლად 151 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.

2013 წლიდან მოგება ზარალმა შეცვალა. თავდაპირველად ჯამური წაგება 45 მილიონი ლარი იყო, 2014 წელს ეს რიცხვი 61 მილიონ ლარამდე გაიზარდა, 2015 წელს კი მან რეკორდული მოცულობის თანხა – 757 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის ტოლფასი იყო. 2016 წელს ზარალი 441 მილიონ ლარამდე შემცირდა, 2017 წელი კი 562 მილიონის ზარალით დასრულდა.

„ევროპული საქართველოს“ ფრაქციის სხდომაზე, დეპუტატმა ოთარ კახიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს კითხა, 2012 წლის შემდეგ რა მოხდა ისეთი, რომ სახელმწიფო საწარმოები 151 მილიონიანი მოგებიდან წაგებაზე გავიდნენ.

კაკაურიძე მიზეზად ძირითადად სამი სახელმწიფო საწარმოს ზარალიანობას ასახელებს.

„აქ არის სამი ძირითადი საწარმო, რომელსაც ზარალი აქვს. ეს არის რკინიგზა, სახელმწიფო ელექტროსისტემა და მარაბდა-კარწახის რკინიგზა. ეს სამი საწარმოა, რომელსაც ძირითადად წაგება აქვს დაწერილი.
მარაბდა -კარწახის რკინიგზა მოგეხსენებათ, რომ არ ფუნქციონირებს და იქ განხორციელებული ინვესტიცია არანაირ შემოსავალს არ იძლევა და ახსნა მარტივია.

ელექტროსისტემისა და რკინიგზის შემთხვევაში რა ხდება- ელექტროსისტემაში მოხდა ჩამოწერა აქტივების. 500 კილოვატიანი ხაზი გაკეთდა და მათ შორის იყო თურქეთზე გამავალი და მათ შორის იყო ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ღირებულების მქონე პროექტი, რაც განხორციელდა. ვინაიდან ეს ხაზი არ არის დატვირთული და ვერ წერს იმ შემოსავლებს, რა შემოსავლებიც იყი გათვლილი, მოხდა აუდიტორული კომპანიის შეფასება, რომ ეს არ არის ამ ღირებულების, რაც თავიდანვე დაიხარჯა და ეს თანხა ერთიანად აისახა ზარალში.

იგივე მოხდა რკინიგზის შემთხვევაშიც. აქ იყო თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი. ვინაიდან რკინიგზა მას ვერ იყენებს კომერციული მიზნებისთვის, ეს აისახა როგორც ერთი წლის ხარჯში და აისახა ეს მთლიანად ზარალში.
ეს სამი მიზეზია ძირითადად, რამაც უზრუნველყო ამ მოცულობის ზარალი“-განმარტა კაკაურიძემ.