მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შევეცდებით, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წელსვე 1 სახელმწიფო საწარმო მაინც გავიდეს - კაკაურიძე

კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყება სახელმწიფო საწარმოების ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გასვლას წელსვე შეეცდება. ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ BM.GE-ის განუცხადა.

ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო საწარმოებს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გასვლასა და ფინანსური რესურსის დამოუკიდებლად მოზიდვაში დაეხმარება. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილის 2023 წლის ძირითადი პარამეტრების ანგარიშში ეწერა.

გიორგი კაკაურიძის თქმით, პირველ ეტაპზე ეს სასესხო ნაწილს შეეხება. შემდეგი ეტაპი კი, ობლიგაციების გაყიდვა იქნება.

"წელს, ახალ საწარმოს კორპორატიზაციის სავარაუდოდ არ დავიწყებთ, რადგან ამ ეტაპზე, 4-5 საწარმოში მიმდინარეობს. ერთ-ერთი, რაც ჩვენ გეგმაში გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გავიდნენ. პირველ ეტაპზე, სესხის აღების ნაწილში. შემდეგ, ალბათ აქციების გაყიდვის ნაწილზეც დავიგეგმებით, მაგრამ პირველი ეტაპი იქნება ის, რომ თვითონ შეძლონ საკუთარი პროექტებისთვის სესხის აღება. ვფიქრობ, რეფორმა კარგად მიმდინარეობს და იმისთვის, რომ შედეგი დავინახოთ საჭიროა გარკვეული დრო. თუმცა, ეტაპები რომლებიც კორპორატიზაციის ნაწილში უკვე გავიარეთ საკმაოდ დადებითია. შევეცდებით, წელსვე მოხდეს ბაზარზე გასვლა 1 საწარმოსი მაინც. ჯერ ვერ ვიტყვი, რომელი იქნება ეს საწარმო" - განაცხადა კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები