მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი უნდა იყოს ანტიკრიზისული გეგმა? - ISET-ის მოლოდინი

5ea2a54addda5
ინგა მურუსიძე
24.04.20 12:45
1001
"ანტიკრიზისული გეგმა უნდა იყოს არა - ხისტი, არამედ მოქნილი დოკუმენტი, რომ მოერგოს ყველა სიტუაციას", - ამის შესახებ კვლევითი ინსტიტუტის ISET-ის დირექტორმა თამარ სულუხიამ BMG-ს გადაცემა ანალიტიკის ეთერში განაცხადა.

„ანტიკრიზისული გეგმა არის აუცილებელი. ეს არის ის გეგმა, რომელიც შექმნის სტაბილურობის ჩარჩოს. ჩემი აზრით, ანტიკრიზისული გეგმა არ უნდა დავინახოთ ან გავიგოთ როგორც ხისტი დოკუმენტი, ეს უნდა იყოს მოქნილი დოკუმენტი, რომ პირობები დინამიკაში შეიცვალოს. დოკუმენტი უნდა იყოს ინოვაციური და ყველა ზომა უნდა იყოს ინტეგრირებული ერთმანეთთან. ამ გეგმაში აუცილებლად უნდა იყოს ის გადაუდებელი ზომები, რომელიც უნდა გატარდეს მოსახლეობის და ბიზნესის მიმართ. ბიზნესი უნდა გამოვიდეს კრიზისიდან, რომელშიც არის, სამუშაო ადგილები უნდა შეინარჩუნოს და გამოსცეს პროდუქტი, მაგრამ თუ მოსახლეობის მხრიდან არ იქნა მსყიდველუნარიანობა და მოთხოვნა, ბიზნესი ამას ვერ მოახერხებს, ამიტომ გადაუდებელი დახმარება მოსახლეობისთვის არის აუცილებელი. 800 ათასზე მეტი ადამიანია, რომელიც დაქირავებულია ან თვითდასაქმებულია, ყველა მათგანი მაღალი რისკის ქვეშ არის, რომ შესაძლოა, დაკარგოს სამსახური. აუცილებლად უნდა იყოს გეგმაში და დარწმუნებული ვარ იქნება კიდეც საგადასახადო შეღავათები, სასეხო საგარანტიო პროგრამები, რომ ბიზნესმა შეძლოს და მიაღწიოს იმ მაჩვენებლებს, რომელზეც კრიზისამდე იყო. მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის როლიც“, - განაცხადა სულუხიამ.

მან მაგალითად მოიყვანა ჩინეთი, რომელმაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ეკონომიკის ინტენსივობის 80%-ს მიაღწია. სულუხია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოთხოვნა არ არის.

„ექსპორტის საკითხებზე კითხვის ნიშნები უნდა დაისვას და პასუხები უნდა გაიცეს. გეგმა უნდა იყოს ისეთი მოქნილი, რომ სიტუაციის შესაბამისად მოერგოს. უნდა ვიცოდეთ გაიხსნება თუ არა ყველაფერი შემოდგომამდე და ა.შ. ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება დაწესებული შეზღუდვების გამჭვირვალობა. მნიშვნელოვანი საკითხი იქნება მყისიერი და ეფექტური თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. საქართველოს ბიუჯეტს ეს ხარჯები გათვალისწინებული არ ჰქონდა, საჭიროა, გადათამაშებები, თუმცა საჭიროა დამატებითი თანხები“, - აღნიშნა სულუხიამ.