2021 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯები გაიზარდა. საუბარია სამთავრობო აპარატის შენახვაზე გადახდილ ხარჯებზე, მათ შორის შტატიანი და შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებებზე. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რაც 2021 წლის 9 თვის ხარჯებს ასახავს აღნიშნულია, რომ მთავრობაში დასაქმებულთა ხელფასები 1.2 მილიარდი ლარი იყო, რაც 84 მილიონით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო შტატგარეშეთა ანაზღაურებები, რაც 2021 წელს 246 მილიონი იყო, 2020-ში 202 მილიონ ლარს შეადგენდა.
IDFI მთავრობის ბიუროკრატიულ ხარჯებზე:
"სამინისტროების 2021 წლის 9 თვის ბიუროკრატიული ხარჯების ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:
- ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, გასულ წელთან შედარებით, მივლინების გარდა, ხარჯების ყველა ძირითად კატეგორიაში აღინიშნება ხარჯების ზრდა.
- შრომის ანაზღაურების ხარჯი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გარდა, ყველა სამინისტროში გაზრდილია.
- სამინისტროებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ყველაზე დიდი შრომის ანაზღაურების, მივლინების, ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს გაწეული.
- ზოგიერთ შემთხვევაში შრომის ანაზღაურების შესახებ მონაცემები ვერ მივიღეთ ჩაშლილი სახით (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, ფულადი ჯილდო).
- წარმომადგენლობითი ხარჯები, სარესტორნო მომსახურების გამწევი კომპანიების მითითებით, მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ ჯამური 26,500 ლარიდან 11,000 ლარზე მეტი მმართველი პარტიის შემომწირველი პირებთან დაკავშირებულ რესტორნებშია გადახდილი.
- სამინისტროების შიდა აუდიტორული ანგარიშები მხოლოდ სამმა სამინისტრომ მოგვაწოდა, 6 სამინისტროს მხრიდან უმეტეს შემთხვევაში უარის საფუძვლად მიეთითა ის გარემოება, რომ შიდა აუდიტის დოკუმენტაცია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, ან, რომ შეიცავს პერსონალურ თუ სხვა სახის სენსიტიურ ინფორმაციას, რის გამოც საჯარო უწყებას არ აქვს უფლება გასცეს მსგავსი დოკუმენტაცია.
დასკვნა
2021 წლის საწყის 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების ანალიზი აჩვენებს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია. ამასთან, ცალკეული სამინისტროების მიხედვით მონაცემების ანალიზი მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს ბიუროკრატიული ხარჯების შესაბამისობას არსებულ გამოწვევებთან. მაგალითად, 2021 წლის 9 თვის მდგომარეობით, სამინისტროებს შორის, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს არ გაეზარდა შრომის ანაზღაურების ხარჯი, რომელიც უშუალოდ ჩართული და პასუხისმგებელი იყო პანდემიის მართვაზე.
მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს, მთელი რიგი სამინისტროების მიერ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის არიდება და ბიუროკრატიული ხარჯების განკარგვასთან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი.
კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ სამინისტროების მცირე ნაწილმა საერთოდ არ გასცა, ნაწილმა კი არასრულყოფილად გასცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, რაც აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ეფექტური მონიტორინგის პროცესს. ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად მოთხოვნილი ჩაშლილი ინფორმაციისა, სამინისტროები გასცემენ მხოლოდ ჯამურ მონაცემებს, რაც შეუძლებელს ხდის სრულყოფილ კვლევას და ანალიზს.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სამინისტროების შიდა აუდიტორული ანგარიშები კვლავ შეზღუდულად არის ხელმისაწვდომი და მათ გაცემაზე უარი ხშირად დასაბუთებულია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის შეუძლებლობით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა ცალსახად მიუთითებს, „ანგარიშგება და კონტროლი საბიუჯეტო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ყველას აქვს უფლება იცოდეს საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები”, სამინისტროები კვლავ თავს არიდებენ მსგავსი ინფორმაციის გაცემას", - ნათქვამია IDFI-ს მიმოხილვაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ