მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია: კორუფციის დაბალი მაჩვენებლები ბიზნესგარემოსთვის მნიშვნელოვანია

5f47809d1b98b
ინგა მურუსიძე
27.08.20 22:00
812
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის მიხედვით საქართველო ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა.

დეპუტატის თქმით, „აღნიშნული მიუთითებს, რომ გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ნაკლებად აწყდება".

გარდა ამისა, საქართველომ საუკეთესო ადგილი დაიკავა ისეთ მაჩვენებლებში, როგორებიცაა კერძო სტრუქტურების მიერ საჩუქრის გაცემის ფაქტები საოპერაციო ლიცენზიების მოსაპოვებლად და 0%-ს შეადგენს.

„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბიზნესგარემოს არსებობას", - განაცხადა რომან კაკულიამ.