მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყანაში ვარჯიშობენ ყველაზე მეტს და ვინ არიან ყველაზე ზარმაცები?

61ed0b94165f8
მარიამ ადამია
23.01.22 18:20
3479

მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ვარჯიშის საშუალებით ადამიანი, ფორმის შენარჩუნების პარალრლურად, იცავს  ჯანსაღი ცხოვრების წესს, ამცირებს დაავადების რისკს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. 

რომელ ქვეყანაში  ვარჯიშობენ ადამიანები ყველაზე მეტს? კითხვაზე პასუხის მისაღებად Ipsos-მა, 29 ქვეყნიდან 21 000-ზე მეტი ზრდასრული გამოკითხა და როგორც გაირკვა, ადამიანების უმეტესობა მთელს მსოფლიოში თვლის, რომ არასაკმარისად ვარჯიშობს. 

კვლევის მიხედვით, ფიზიკურად ყველაზე აქტიურები,  ჰოლანდიელები არიან, რომლებიც კვირაში 12 საათზე მეტს უთმობენ ვარჯიშს/სპორტს. შემდეგ მოდის გერმანია და რუმინეთი, სადაც კვირის განმავლობაში, დაახლოებით 11 საათის განმავლობაში ვარჯიშობენ. 

ათეულში სახელდება: რუსეთი (9.2 საათი), უნგრეთი (8.8 საათი), ინდოეთი (7.9 საათი), ბელგია (6.9 საათი), კანადა (6.6 საათი) და ჩინეთი (6.4 საათი).

ამ კუთხით, ყველაზე "ზარმაცები" ცხოვრობენ ბრაზილიაში, იაპონიაში, იტალიაში, ჩილესა და საფრანგეთში, რომლებიც ყოველკვირეულად, ფიზიკურ აქტივობას, ოთხ საათზე ნაკლებ დროს უთმობენ. მაგალითად იაპონიაში, ყოველი მესამე ადამიანი (34%) ამბობს, რომ საერთოდ არ ვარჯიშობს. 

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, ადამიანთა ნახევარზე მეტს (58%) სურს, უფრო მეტი დრო დაუთმოს სპორტს. 

საკმარისი დროის არქონა კი მთავარი მიზეზია, რის გამოც ადამიანები უარს ამბობენ ვარჯიშზე, ასევე მიზეზებს შორის ასახელებენ ფულადი რესურსების ნაკლებობასა და შეუფერებელ ამინდს.

ასევე, გამოკითხულთა ყოველი მეხუთე ყველაზე პოპულარულ ვარჯიშებს შორის, პირველს ფიტნესს ასახელებს, მას მოსდევს, სირბილი (19%), ველოსიპედი (13%), ფეხბურთი (10%) და ცურვა (9%).

როგორც კვლევამ აჩვენა, მამაკაცები ყოველკვირეულად, საშუალოდ 90 წუთით მეტს ვარჯიშობენ, ვიდრე ქალები. ხოლო ყველაზე სპორტული ქალებად,  გერმანელები დასახელდნენ, მათ მოსდევენ ნიდერლანდელები და რუმინელები.