მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებს აქვთ ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი რეზერვები - რეიტინგი

622c56304d6e8
გიორგი თოლორდავა
12.03.22 15:30
6739

უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთი რუსეთზე დაწესებული სანქციების გაფართოებას და რუსეთის ენერგეტიკული სექტორის შეზღუდვას გეგმავს.

აშშ-მა რუსეთიდან ნავთობის და გაზის იმპორტი აკრძალა, ევროკომისიამ კი ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთზე ევროკავშირის ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.

გეგმა სახელწოდებით - REPowerEU ევროკავშირის მომარაგების წყაროების დივერსიფიცირებას და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას მოიცავს. ევროკომისიის ვარაუდით, აღნიშნული გეგმის საშუალებით 2022 წლის ბოლომდე რუსულ გაზზე მოთხოვნა 66%-ით შემცირდა, 2030 წლამდე კი ევროკავშირი რუსეთისგან სრულ ენერგოდამოუკიდებლობას მოიპოვებს.

ევროკავშირში იმპორტირებული გაზის საერთო მოცულობის დაახლოებით 40-45% რუსეთის ფედერაციიდან შედის, უმსხვილესი მიმწოდებელი კომპანია Gazprom-ია, რომელიც, გაზის მიწოდების გარდა, ევროპის მასშტაბით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და ფიზიკურ აქტივებსაც ფლობს.


ევროკავშირის მოთხოვნის თითქმის 22% ადგილობრივი წარმოების საშუალებით კმაყოფილდება, ბუნებრივი აირის იმპორტის საერთო მოცულობის 23% ნორვეგიაზე მოდის, 12% – ალჟირზე, 6% – აშშ-ზე, გაზის იმპორტის 5% კი კატარიდან ხორციელდება. 5%-ზე ნაკლები წილი აქვს გაერთიანებულ სამეფოს.

EU-ს სამოქმედო გეგმის ზუსტი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ გაერთიანებამ ენერგოპროდუქტების იმპორტი სხვა მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან გაზარდოს.


ბუნებრივი აირის გლობალური რეზერვები ქვეყნების მიხედვით:

1. რუსეთი – 47,805 მლრდ კუბური მეტი, გლობალური მოცულობის 24.3%;
2. ირანი – 33,721 მლრდ კუბური მეტი, 17.3%;
3. კატარი – 24,072 მლრდ კუბური მეტი, 12.5%;
4. აშშ – 15,484 მლრდ კუბური მეტი, 5.3%;
5. საუდის არაბეთი – 9,200 მლრდ კუბური მეტი, 4.2%;
6. თურქმენეთი – 7,504 მლრდ კუბური მეტი, 3.8%;
7. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 6,091 მლრდ კუბური მეტი, 3.1%;
8. ვენესუელა – 5,740 მლრდ კუბური მეტი, 2.8%;
9. ნიგერია – 5,475 მლრდ კუბური მეტი, 2.6%;
10. ჩინეთი – 5,440 მლრდ კუბური მეტი, 2.4%;
11. ალჟირი – 4,504 მლრდ კუბური მეტი, 2.3%;
12. ერაყი – 3,820 მლრდ კუბური მეტი, 1.6%;
13. ინდონეზია – 2,866 მლრდ კუბური მეტი, 1.5%;
14. მოზამბიკი – 2,832 მლრდ კუბური მეტი, 1.4%;
15. ყაზახეთი – 2,407 მლრდ კუბური მეტი, 1.2%.