მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებს აქვთ ქვანახშირის ყველაზე დიდი რეზერვები - რეიტინგი

622eedf2ab9e2
გიორგი თოლორდავა
14.03.22 11:51
6247
უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთი რუსეთზე დაწესებული სანქციების გაფართოებას და რუსეთის ენერგეტიკული სექტორის შეზღუდვას გეგმავს.

აშშ-მა რუსეთიდან ნავთობის და გაზის იმპორტი აკრძალა, ევროკომისიამ კი ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთზე ევროკავშირის ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.

გეგმა სახელწოდებით - REPowerEU ევროკავშირის მომარაგების წყაროების დივერსიფიცირებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას მოიცავს. ევროკომისიის ვარაუდით, აღნიშნული გეგმის საშუალებით, 2022 წლის ბოლომდე რუსულ გაზზე მოთხოვნა 66%-ით შემცირდა, 2030 წლამდე კი ევროკავშირი რუსეთისგან სრულ ენერგოდამოუკიდებლობას მოიპოვებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყოველწლიურად, დაახლოებით, 130 მილიონი ტონა ქვანახშირის იმპორტს ახორციელებენ, რომელიც, ძირითადად, ელექტროენერგიის მისაღებად გამოიყენება.

ბუნებრივი აირისა და ნავთობის მსგავსად, ქვანახშირის იმპორტის უდიდესი წილიც (46%) რუსეთის ფედერაციაზე მოდის. იმპორტირებული ქვანახშირის 15% ევროკავშირში აშშ-დან შედის, თითქმის 13% კი ავსტრალიიდან.

EU-ს სამოქმედო გეგმის ზუსტი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ გაერთიანებამ ენერგოპროდუქტების, მათ შორის, ქვანახშირის იმპორტი სხვა მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან გაზარდოს.

ქვანახშირის გლობალური რეზერვები ქვეყნების მიხედვით:

1. აშშ - 254,197,000,000 ტონა, გლობალური მოცულობის 22.3%;
2. რუსეთი - 176,770,840,800 ტონა, 15.5%;
3. ავსტრალია - 159,634,329,600 ტონა, 14.0%;
4. ჩინეთი - 149,818,259,000 ტონა, 13.1%;
5. ინდოეთი - 107,726,551,700 ტონა, 9.5%;
6. გერმანია - 39,802,209,480 ტონა, 3.5%;
7. უკრაინა - 37,891,906,250 ტონა, 3.3%;
8. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 35,053,458,000 ტონა, 3.1%;
9. პოლონეთი - 28,451,723,410 ტონა, 2.5%;
10. ყაზახეთი - 28,224,647,550 ტონა, 2.5%;
11. ინდონეზია - 24,910,001,380 ტონა, 2.2%;
12. თურქეთი - 12,514,525,430 ტონა, 1.1%;
13. ახალი ზელანდია - 8,349,998,250 ტონა, 0.7%;
14. სერბეთი - 8,282,757,340 ტონა, 0.7%;
15. ბრაზილია - 7,270,836,760 ტონა, 0.6%.