23.ივლისი .2021 00:00

რომელ რიცხვამდე დაჯარიმებულ პირებს ჩამოეწერებათ კოვიდ-ჯარიმები?

რომელ რიცხვამდე დაჯარიმებულ პირებს ჩამოეწერებათ კოვიდ-ჯარიმები?
views 1629
უკან

2021 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ამნისტიის შესახებ კანონპროექტების განხილვები, რომელიც კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო მოქალაქეებისთვის ჯარიმების ჩამოწერას გულისხმობდა, 20 აგვისტომდე გაგრძელდა. თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვის შეეხება ამნისტია და რომელ თარიღამდე დაჯარიმებული პირები ისარგებლებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვერც "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტში ვკითხულობთ, რომელიც ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

როგორც IDFI-ის მთავარი იურისტი, გიორგი დავითური ამბობს, ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ჯარიმების ჩამოწერის შესახებ კანონპროექტში კონკრეტული თარიღი არ არის მითითებული, კითხვებს აჩენს, რადგან მისი განმარტებით, მანამ სანამ კანონი ძალაში არ შევა, ყველა ბიზნესსუბიექტი ან ფიზიკური პირი, რომელიც დაჯარიმდება, საბოლოოდ ჯარიმა კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ჩამოეწერება. შესაბამისად, როგორც IDFI-ში ამბობენ, კანონის ამოქმედება რაც უფრო დროში გადაიწევს, უფრო მეტი ჯარიმის ჩამოწერა მოგვიწევს.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩამოწერაზე, საერთოდ არ არის გათვალისწინებული საამნისტიო ვადა, უფრო სწორედ კანონპროექტის მიხედვით ეს არის კანონის ამოქმედებიდან. ეს კანონი კი ჯერ ისევ კანონპროექტია. ყველა ადმინისტრაციული სახდელი იმის მიხედვით გაუქმდება, როცა ამ კანონის პროექტს მიიღებენ და ის იქცევა კანონად. დღევანდელი შეზღუდვების დარღვევების უმეტესობა იურიდიული პირებისკენ მიემართება, ამიტომ ამ ეკონომიკურმა სუბიექტებმა რაც არ უნდა დაარღვიონ, თუ კანონპროექტი ამ ფორმით იქნება მიღებული, ყველა ეს დარღვევა გათავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან”,-აცხადებს IDFI-ის მთავარი იურისტი გიორგი დავითური.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ და სახდელისგან გათავისუფლდებიან. ამ მიმართულებით პარლამენტში 23 ივნისს ორი კანონპროექტი დარეგისტრირდა, საიდანაც ერთი ადმინისტრაციული სახდელებისგან, ხოლო მეორე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ მომზადებულ კანონპროექტში წერია, რომ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელმაც ამ გათვალისწინებული დანაშაული 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა