მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის შემობრუნებაზე საუბარიც კი, ქვეყანას რეპუტაციულ დარტყმას აყენებს" - გიორგი დავითური

IDFI

IDFI-ის კანონის უზენაესობის და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური იმედოვნებს, რომ მმართველი პარტია თავიდან არ დააინიცირებს "რუსულ კანონს".

დავითური BMG-სთან ამბობს, რომ თავად კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს შეფასებებს მამუკა მდინარაძის განცხადების მიხედვით, რადგან დრომ და არა ერთმა ფაქტმა დაამტკიცა რომ მისი განცხადებები არასანდოა.

" ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც კანონი უკან გაიწვიეს, ობიექტური გარემოებებიდან არაფერი შეცვლილა. შესაძლოა, შეიცვალა მათი პარტიული პრეფერენციები.

გულწრფელი რომ ვიყო, იმისიც კი არ მჯერა, რომ ამას მმართველი პარტია რეალურად დააინიცირებს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ იმედია, არ შევა ეს კანონპროექტი პარლამენტში, რადგან ეს დისკუსიაც კი, რაც ახლა მიმდინარეობს კრიტიკულ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას. რუსული კანონის შემობრუნებაზე საუბარი ქვეყანას რეპუტაციულ დარტყმას აყენებს.

კანონის ტექსტს ვერ შევეხები, რადგან დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ მამუკა მდინარაძის ნათქვამები არ არის სანდო. მესმის, რომ გათვლილია მხარდაჭერილია და ორგანიზებულია, მაგრამ ბევრჯერ ვნახეთ, როგორ შეცვალეს პოზიციებიც და პროექტებიც. მოვუწოდებთ, რომ არ დააინიცირონ კანონპროექტი და შეწყვიტონ საუბარი, რადგან ვნახეთ, როგორ აზიანებს ეს საუბარი ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. თან, ეს ვნახეთ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, როცა ველოდებოდით სტატუსს", - განაცხადა დავითურმა.

შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ დღეს დააანონსა რომ "რუსულ კანონს" თავიდან დააინიცირებს, თუმცა პარლამენტში კანონის პროექტი ამ დრომდე არ შესულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები