„არ არის სრულად წარმოდგენა, რატომ ხარჯავენ მათ შორის არასამთავრობო სექტორზე, მედიის განვითარებაზე თანხას იქნება ეს ჰოლანდია, თუ იქნება ეს მაგალითად საფრანგეთი საქართველოში“- IDFI-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას ისაუბრა რატომ არ ხარჯავენ დემოკრატიული ქვეყნები ფინანსებს განვითარებულ ქვეყნებში გრანტების სახით და რატომ მოდის დონორული დაფინანსება მაგალითად საქართველოში.
„ძლიერ, განვითარებულ ქვეყნებს აქვთ მხარდაჭერის პროგრამები და პირდაპირ ბიუჯეტით აქვთ გათვალისწინებული საგარეო დახმარების ნაწილი, რომელიც მიდის სხვადასხვა რეგიონებში, აფრიკიდან დაწყებული აზიაში. საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, სადაც წლების განმავლობაში მართლა მიდიოდა რეფორმები, ამაზე გამოყოფილი თანხა არის ქვეყნის მხარდაჭერის ნაწილი. დახმარების უდიდესი ნაწილი მიდის რა თქმა უნდა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მაგრამ ამასთან ერთად საჭირო არის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაც.
ხშირად საუბრობენ რომ ამერიკაშიც არის FARA, საფრანგეთში აგერ კანონს იღებენ, მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რომ იქაური სექტორი არ ფინანსდება მეგობარი სახელმწიფოებისგან რეალურად, რადგან რა თქმა უნდა USAID და ამერიკა არასდროს დააფინანსებს სასამართლოს განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციას საფრანგეთში. არ სჭირდებათ, არ არის იქ ეს პრობლემა. პრობლემაა ჩვენთან და სწორედ ამიტომ მოდის ჩვენთან ეს დახმარება და ვინმე თუ აფინანსებს იქ უცხო ძალა, ეს შეიძლება იყოს რუსეთი, ჩინეთი და ასეთი აქტორები“,- აცხადებს ლევან ავალიშვილი.