მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სასტუმროში დაიქირავა მთავრობამ ყველაზე მეტი საკარანტინე სივრცე

601cfe1db667a
შოთა ტყეშელაშვილი
05.02.21 12:26
1542
2020 წლის განმავლობაში პანდემიის წინააღმდეგ მიმარტული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საკარანტინე სივრცეების მართვის პროგრამა იყო. გასული თვეების განმავლობაში როგორც ტურიზმის ადმინისტრაციამ, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყებებმა, საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებაზე 120 მილიონამდე თანხა დახარჯეს. მათ შორის ყველაზე დიდი ღირებულების ხელშეკრულებები შპს "მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან" არის გაფორმებული, რომელთა ჯამური ღირებულებაც 19.4 მილიონი ლარია.

"მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი" მართავს აჭარაში უმსხვილეს, 455-ნომრიან სასტუმრო "ეიფორიას"; ამას გარდა 2017-19 წლებში კომპანიამ იჯარით აიღო 4 სასტუმრო: „ბიზნეს ლეჯენდი“, „ინტურისტი“, „მეტრო სქაი თაუერი“ და აპარტამენტები ეიფორიაში. ამჟამად კომპანია ასევე მართავს „სითი ჰოტელ ბათუმს“. კომპანიის დამფუძნებელი და მესაკუთრე ბიზნესმენი გალიფ ოზთურქია.

სახელმწიფოს მიერ გასულ წელს განსაზღვრული კრიტერიუმების თანახმად, საკარანტინე ზონაში ერთი დღით სასტუმრო ნომრის დაქირავების მაქსიმალური ღირებულება 100 ლარს შეადგენს. 

როგორც ცნობილია, წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური COVID-19-ის წინააღმდეგ გაწეული ხარჯების, მათ შორის საკარანტინე სივრცეების დაქირავების ეფექტიანობას შეისწავლის. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები