მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ყურძენს შეეხება სუბსიდირება? - მინისტრის განმარტება

62fa3b47b2a71
მარიამ ვარადაშვილი
15.08.22 17:23
1740

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, სუბსიდირების შემდეგ კილოგრამი რქაწითელის ჯიშის ყურძენის ფასი 90 თეთრზე ნაკლები არ უნდა ღირდეს. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების სუბსიდირება იგეგმება. 

“სუბსიადია ეხება რქაწითელს და კახური მწვანის ჯიშის ყურძნებს. დღეს არის გამოწვევა, რაც უკავშირდება უკრაინის ბაზარზე ექსპორტის  მნიშვნელოვან კლებას. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ შევინარჩუნოთ სუბსიდირების ის მექანიზმი, რაც შარშან იყო. ეს გამოიწვია პანდემიამ. გასულ წელს ხარისხიდან გამომდინარე საწარმოები ყურძენში ლარსაც იხდიდნენ და მეტსაც. დარწმუნებული ვარ, წელსაც ასე იქნება. ჩვენ ვადგენთ გარკვეულ პირობებს იმისთვის, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს”, - აცხადებს შამუგია. 

როგორც მინისტრმა განმარტა, წლევანდელ რთველთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება - ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახისგან რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს შეისყიდის არანაკლებ 90 თეთრად, სუბსიდიის სახით მიიღებს 35 თეთრს.

„ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენი მევენახისთვის. ჩვენ დაახლოებით 25 000 მევენახეზე ვსაუბრობთ და დაახლოებით 300-მდე საწარმოზე, რომლებიც ჩართული იქნებიან რთველის პროცესში. ეს არის აუცილებელი და უალტერნატივო გზა იმისათვის, რომ არ შევაფერხოთ დარგის განვითარება, ხელი შევუწყოთ და შევინარჩუნოთ ის დინამიკა, რაც წლების განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გვაქვს", - დასძინა მან.

მთავრობის ინფორმაციით, 2022 წლის რთველის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 150 მლნ ლარი დაიხარჯება.