ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგებასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი 16 მაისს დასრულდება. ამის შესახებ მან პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრს იმედი აქვს, რომ ბანკები იაქტიურებენ და ტენდერი საუკეთესო შედეგით დასრულდება. ზურაბ აზარაშვილის თქმით, წინადადებების მიღება ბანკების მხრიდან დღეს, 11 მაისს დაიწყო და 5 დღეში, 16 მაისს დასრულდება.
მინისტრი ამბობს, რომ ის ამ პროცესს გვიან შეუერთდა, როცა უკვე განსაზღვრული იყო ტენდერი პირობები გაუმჯობესების კუთხით.
ტენდერის პირობების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მაქსიმუმ 15 მლნ ლარი, ხოლო კონტრაქტის განმავლობაში 105 მლნ ლარი გამოიყოფა. ახალი ტენდერის პირობები ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე იქნება.
ასევე ე.წ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ჭერი წესდება. სესხის განაკვეთი რეფინანსირების პროცენტზე იქნება მიბმული და მასზე მაქსიმუმ 15%-ით მეტი შეიძლება იყოს. დღეს საპენსიო სესხებზე ეფექტური განაკვეთი 36%-ია. ამ ეტაპზე პენსიებსა და სოციალურ გასაცემლებს "ლიბერთი ბანკი" არიგებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ