07.ივნისი .2021 22:40

რომელი ევროპული ქვეყანა რა COVID-შეზღუდვის შემსუბუქებას განიხილავს?

რომელი ევროპული ქვეყანა რა COVID-შეზღუდვის შემსუბუქებას განიხილავს?
views 370
უკან

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა COVID-შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, რადგან ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მოგზაურობის სეზონი უფრო აქტიური ხდება. ამასთან ივლისიდან ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრი სახელმწიფო მზად არის ციფრული ვაქცინაციის სერტიფიკატის ასამოქმედებლად. ამის შესახებ ინფომრაციას BBC-ი ავრცელებს. განვიხილოთ რამდენიმე ქვეყანა:

საფრანგეთი

•COVID-რეგულაციების შემსუბუქებას იწყებს 9 ივნისიდან
•კომენდატის საათი 21:00-ის ნაცვლად 23:00 სთ-მდე გადაიწევს;
•რესტორნები, კაფე-ბარები სტუმრების მიღებას დახურულ სივრცეში შეძლებენ, თუმცა დარბაზების დატვირთვა არ უნდა აჭარბებდეს 50%-ს, ხოლო ერთ სუფრასთან მაქსიმუმ 6 ადამიანს შეუძლია ჯდომა;
•მუზეუმებს, კინო-თეატრებს, სპორტულ დაწესებულებებს და ასევე მეორადი მოხმარების მაღაზიებს შეუძლიათ უმასპინძლონ მომხმარებლების გაზრდილ რაოდენობას.

გერმანია

გერმანიაში რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით განხილვები ამჟამად მიმდინარეობს, თუმცა რა რეგულაციები მოიხსნება ამ ეტაპზე უცნობი რჩება, რადგან ინფექციის ახალი შემთხვევები ქვეყანაში ისევ მზარდია. სამედიცინო ნიღბების გამოყენება სავალდებულოა, ქვეყანაში გახსნილია გარე ტერასები, მუზეუმები და გარე საკონცერტო სივრცეები.

იტალია

•დღეიდან იტალია კომენდატის საათს 23:00-იდან 24:00 სთ-მდე გადაწევს, წინასწარი მონაცემებით ქვეყანში კომენდატის საათი 21 ივნისიდან გაუქმდება;
•რესტორნები და ბარები შეძლებენ სტუმრები მიიღონ შიდა სივრცეში (ერთ მაგიდასთან დასაშვებია 4 ადამიანი);
•სპორტული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზები შეძლებენ მაყურებლის 25%-ის მიღებას

დანია

ქვეყანაში ყველა კაფე-რესტორანი ღიაა, გამონაკლისს წარმოადგენს ღამის კლუბი. მთავრობამ დაწესებულებებში შესასვლელად დააწესა „კოვიდ-საშვი“, რომლის წარდგენაც სავალდებულია 15 წელს ზევით მოქალაქეებისათვის.

„კოვიდ-საშვი“ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

•თუ მოქალაქეს მიღებული აქვს კოვიდ-ვაქცინა
•თუ გადატანილი აქვს ინფექცია
•და თუ ჩატარებია კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ბოლო 72 საათის განმავლობაში.

საბერძნეთი

საბერძნეთი მზად არის სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტების მისაღებად თუ ისინი ვაქცინაციის დამდასტურებელი ან PCR-ტესტის უარყოფით პასუხებს წარადგენენ.
•ქვეყანაში გახსნილია ზღვის სანაპიროები (სოციალური დისტანციების წესების დაცვით);
•მუზეუმები/არქეოლოგიური სანახაობები ღიაა
•კომენდატის საათი მოქმედებს 00:30-იდან 05:00-მდე
•ბარები და რესტორნები ღიაა
•ნიღბის გამოყენება სავალდებულოა ყველა საჯარო სივრცეში

ესპანეთი

ქვეყანამ დღეიდან საზღვრები ყველა აცრილი ტურისტისთვის გახსნა. ქვეყანაში ღიაა მაღაზიები, ბარები, რესტორნები და მუზეუმები, თუმცა ნიღბების გამოყენება საჯარო სივრცეში სავალდებულოა.

პორტუგალია

ქვეყანაში რეგულაციების ნაწილი შემსუბუქებულია, თუმცა ზოგი რეგულაცია 13 ივნისის ჩათვლით ისევ ძალაში რჩება.

•მაღაზიები უნდა დაიხუროს 21:00-ზე (დასვენების დღეებში 19:00-ზე)
•რესტორნებს, კაფე-ბარებს შეუძლიათ სტუმრების მიღება დახურულ სივრცეში, ერთ მაგიდასთან 6 პირის ჩათვლით, თუმცა იხურებიან 22:30 სთ-ზე.

ბელგია

ქვეყანაში კაფე-ბარებმა ოპერირება მაისიდან განაახლეს. ასევე დაშვებულია ათამდე პირის გარე სივრცეში შეხვედრა 05:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე. აღსანიშნავია, რომ ბელგია დამატებითი რეგულაციების შემსუბუქებას 9 ივნისიდან განიხილავს.

BBC-ი წერს, რომ ევროპული ქვეყნების ნაწილმა შეზღუდვები უკვე შეამსუბუქა. მაგალითად კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქება ირლანდიაში 2 ივნისიდან დაიწყო, შვედეთში 1 ივნისიდან, ნიდერლანდებში - 5 ივნისიდან, ხოლო პოლონეთში - 6 ივნისიდან.