04.დეკემბერი .2020 23:00

რომელი ქვეყნებიდან გაიზარდა საწვავის იმპორტი ყველაზე მეტად?

რომელი ქვეყნებიდან გაიზარდა საწვავის იმპორტი ყველაზე მეტად?
views 437
უკან

ბენზინისა და დიზელის იმპორტი მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 12.3 ათასი ტონით, ანუ 1.2%-ით გაიზარდა და 1 004.8 ათასი ტონა შეადგინა.

ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

• რუსეთი - 308.4 ათასი ტ. ზრდა - 30.7%;
• აზერბაიჯანი - 194.0 ათასი ტ. ზრდა - 19.3%;
• რუმინეთი - 192 ათასი ტ. ზრდა - 19.1%;
• ბულგარეთი - 102.9 ათასი ტ. ზრდა - 10.2%;
• თურქმენეთი - 93.2 ათასი ტ. ზრდა - 9.3%;
• საბერძნეთი - 40.6 ათასი ტ. ზრდა - 4.0%;
• ყაზახეთი - 39.1 ათასი ტ. ზრდა - 3.9%; 
• თურქეთი - 14.7 ათასი ტ. ზრდა - 1.5%;
• მოლდოვა - 10.7 ათასი ტ. ზრდა - 1.1%; და სხვა.

აღსანიშნავია, რომ იანვარ-ნოემბერში საქართველოში 493.7 ათასი ტონა ბენზინი შემოვიდა. კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.2 ათასი ტონა, ანუ 1.6%-ია(2019 წლის 11 თვე - 501.9 ათასი ტონა). დიზელის საწვავის იმპორტი კი 511.1 ათასი ტონაა, რაც გასულ წელთან შედარებით 20.5 ათასი ტონით, ანუ 4.2%-ით მეტია. (2019 წლის 11 თვე - 490,6 ათასი ტონა).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა