2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში $237.8 მილიონის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა - ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების მოცულობა 0.5 %-ით მეტია. 2020 წლის პირველ 6 თვეში კი FDI-ის მოცულობა $409.6 მილიონი დოლარი იყო, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში წლის პირველ ნახევარში შემოსული ინვესტიციების მინიმალური მაჩვენებელია.
საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მსოფლიოს 51 ქვეყნიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების დადებითი, ხოლო 20 ქვეყნიდან უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.5 % ჯამურად, სამი ქვეყნიდან: გაერთიანებულ სამეფოდან, ნიდერლანდებიდან და თურქეთიდან განხორციელდა. 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა სლოვაკეთიდან, საიდანაც საქართველოში 10 643%-ით მეტი, $16.2 მლნ ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.
2020 წლის მეორე კვარტალში TOP-20 ინვესტორი ქვეყანის რეიტინგი ასეთია:
1. გაერთიანებული სამეფო - $58.9 მლნ, ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან 363%;
2. ნიდერლანდები - $53.2 მლნ - კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 23%;
3. თურქეთი - $31.5 მლნ - კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 38%;
4. აშშ - $19.9 მლნ - კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 26%;
5. სლოვაკეთი - $16.2 მლნ - ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან 10 643%;
6. მალტა - $14.6 მლნ - ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან 208%;
7. ლუქსემბურგი - $9.9 მლნ - კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 30%;
8. ერაყი - $9.9 მლნ - ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან 347%;
9. შვეიცარია - $7.2 მლნ - ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან 232%;
10. დანია - $6.2 მლნ - ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან 183%;
11. გერმანია - $5.4 მლნ - კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 11%;
12. შვედეთი - $5.2 მლნ - ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან 352%;
13. ავსტრია - $4.6 მლნ - კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 25%;
14. მარშალის კუნძულები - $3.5 მლნ - კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 62%;
15. უკრაინა - $3.3 მლნ - ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან 257%;
16. რუსეთი - $2.9 მლნ - კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 61%;
17. კვიპროსი - $2.2 მლნ - ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან 396%;
18. ისრაელი - $1.9 მლნ - ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან 170%;
19. ჩინეთი - $1.8 მლნ - კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 43%;
20. საუდის არაბეთი - $1.6 მლნ ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან 1 166%;
რაც შეეხება ინვესტიციების გადინებას, ასეთი სულ 20 ქვეყანა იყო და მათმა საერთო უარყოფითმა მაჩვენებელმა - $33.8 მლნ დოლარი შეადგინა.
10 ქვეყანა, საიდანაც ინვესტიციები შემომავალი ნაკადების ნაცვლად გამსვლელი იყო:
1. იაპონია - ინვესტიციების გადინება $8.2 მლნ დოლარი;
2. აზერბაიჯანი - ინვესტიციების გადინება $5.1 მლნ დოლარი;
3. ვირჯინიის კუნძულები(ბრიტ) - ინვესტიციების გადინება $3.7 მლნ დოლარი;
4. არაბთა გაერთიანებული ემირატები - ინვესტიციების გადინება $2.1 მლნ დოლარი;
5. კორეა - ინვესტიციების გადინება $1.5 მლნ დოლარი;
6. ბულგარეთი - ინვესტიციების გადინება $1.2 მლნ დოლარი;
7. სეიშელები -ინვესტიციების გადინება $1.2 მლნ დოლარი;
8. ინდოეთი - ინვესტიციების გადინება $1.1 მლნ დოლარი;
9. ფინეთი - ინვესტიციების გადინება $1.0 მლნ დოლარი;
10. ყაზახეთი - ინვესტიციების გადინება $693 ათასი დოლარი;
ასევე, ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა: ირლადნიიდან (- $315 093), ლიეტუვადან (- $209 351), უნგრეთიდან (- $197 540), ხორვატიიდან (- $168 188), მავრიკიდან (- $85 651), კანადიდან(- $77 667) და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან.