ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასული თვის სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ივნისში ქვეყანაში 387,781 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 164%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა ეს ნაკადი 47%-ით ნაკლებია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურისტების რაოდენობა 2019 წლის 53%-ზე აღდგა.
ქვეყნების მიხედვით, სტატისტიკაში პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც გასულ თვეში 90,239 მოქალაქე შემოვიდა, ეს წინა წელთან შედარებით 503%-ით მეტია. რუსეთის შემდეგ, მეორე პოზიციას იკავებს თურქეთი, საიდანაც 62,000-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა.
TOP-15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში საქართველოში შემოვიდნენ:
1) რუსეთი - 90 239 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 503%
2) თურქეთი - 62 192 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 110%
3) სომხეთი - 61 974 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 365%
4) საქართველო (არარეზიდენტი) - 22 143 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 104%
5) ისრაელი - 20 555 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30%
6) უკრაინა - 15 273 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან -1%
7) ყაზახეთი - 14 368 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 96%
8) აზერბაიჯანი - 13 067 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 89%
9) ბელარუსი - 12 284 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 222%
10) საუდის არაბეთი - 10 372 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 72%
11) ირანი - 9 454 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 599%
12) უზბეკეთი - 5 697 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 106%
13) გერმანია - 5 557 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 240%
14) პოლონეთი - 3 907 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 118%
15) აშშ - 3 195 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 87%
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი - 253,000 ვიზიტორი სახმელეთო გზით, 131,500 კი საავიაციო გზით შემოვიდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი