მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ საქართველოში უძრავ ქონებას ყველაზე მეტად?

618d4608588ad
თათია ჩაფიჩაძე
11.11.21 22:31
13458
საქართველოში ყველაზე მეტ უძრავ ქონებას ისრაელის, უკრაინის, რუსეთის და ყაზახეთის მოქალაქეები ყიდულობენ. როგორც „საქმიან დილასთან“ საუბრისას საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა ნატა მოდებაძემ განაცხადა, ტრადიციულად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბინებს თბილისსა და ბათუმში ყიდულობენ.

“ჩვენ ცოტა ხნის წინ ასოციაციის წევრების ფარგლებში ჩავატარეთ კვლევა და გამოიკვეთა რომ ისრაელიდან ჩამოსული მყიდველები განსაკუთრებით აქტიურები არიან. ასევე ინტერესია რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის მხრიდან. რაც შეეხება ირანს, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა წინა წლებში მზარდი იყო, ბოლო პერიოდში იგივე ტენდენცია აღარ იკვეთება. ევროპის ქვეყნები ნაკლებად აქტიურები არიან, მოთხოვნა უფრო მეტად ბალტიისპირეთის ქვეყნებიდანაა.

პანდემიის გამო კლება ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეხო, თუმცა 2020 წელთან შედარებით მიმდინარე წელს ბაზარი უფრო გააქტიურდა.

უძრავი ქონების შეძენა ხდება თბილისსა და ბათუმში. ბათუმში უფრო ეკონომ და მედიუმ კლასის ბინებზეა მოთხოვნა, გასაქირავებლად, ეს არის საშუალოდ 50-დან 100 ათას დოლარამდე სეგმენტი. რაც შეეხება თბილისს, ქალაქი და მისი შემოგარენი გახდა აქტიური, მაგ. კაკლები, წყნეთი, ლისი - ამ ტერიტორიებზე ქონების ფასიც გაიზარდა და მოთხოვნაც მეტია", - განაცხადა მოდებაძემ.