18.სექტემბერი .2021 13:15

როვნაგ აბდულაევი: "სოკარმა" საქართველოს რეგიონების გაზიფიკაციაზე 300 მლნ-ზე მეტი დახარჯა

როვნაგ აბდულაევი: "სოკარმა" საქართველოს რეგიონების გაზიფიკაციაზე 300 მლნ-ზე მეტი დახარჯა
views 503
უკან

საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარის" პრეზიდენტი როვნაგგ აბდულაევი იმყოფება, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სოფელ ყიზილაჯლოში, ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. აბდულაევმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "სოკარმა" უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებაზე 300 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და რომ არაერთ დასახლებაში გაზიფიცირების სამუშაოები მაღალი ღირებულების გამო, კომპანიისთვის არა კომერციული, არამედ სოციალური პროექტი იყო. 

"დღეს მე შემიძლია გითხრათ, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მეგობრობა და ერთობა დღემდე არნახულ დონეზეა აყვანილი და სტრატეგიულ და სხვა ფაქტორებშიც ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენ მოხარულები და კმაყოფილები ვართ საქართველოში ჩვენი საქმიანობით, რადგან ეს საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენთვის შექმნილი პირობების შედეგია. მილიარდ 200 ათასის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში და მთავარი ის არის, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი პირობებით მსგავსი პროექტების განხორციელების საშუალება გვეძლევა. საქართველოში მცხოვრები თანამემამულეების, საქართველოს საზოგადოებაში მონაწილეობის და სრულფასოვანი წევრობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, პროექტებს განვახორციელებთ, ხელს შევუწყობთ, რადგან აზერბაიჯანელებმა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულად უნდა მიიღონ მონაწილეობა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობის მაღალი დონის ხელშეწყობის საფუძველზე მოხდება. დღეს მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ინვესტიციების დიდი ნაწილი გაზიფიცირებაშია მიმართული. 300 მილიონზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული საქართველოში გაზიფიცირების სფეროში. საქართველოს მთავრობა აქტიურად გვეხმარება, რომ გაზიფიცირების ინვესტირება ფართოდ განხორციელდეს. ზოგი ისეთი სოფლებია, სადაც გაზიფიცირებას ვახორციელებთ, რომელმაც შესაძლოა ეკონომიკური სარგებელი არ მოგვცეს, მაგრამ საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, მათი პროგრამებით, იქაც კი შეგვყავს გაზი და გაზიფიცირება ხდება. მთავრობა მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან პროექტებს, რათა ყველა სოფელს ჰქონდეს გაზი . დიდი სიამაყით მინდა გითხრათ, რომ საქართველოში გაზიფიცირება 90%-ზეა აყვანილი. დამიჯერეთ, ეს შედეგები მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაშია. მათ შორის, აზერბაიჯანში გაზიფიცირების მაჩვენებელი 96%-ზეა, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 90%-ია. ირანში ქვეყნის 70%-ია გაზიფიცირებული, საქართველოში 90%-ზეა აყვანილი ეს პროგრამა. ამ პროექტის განხორციელებაში საქართველოს მთავრობისაგან აქტიური მხარდაჭერა გვქონდა წლების განმავლობაში. ყიზილაჯლოში ეს პროექტი, რომელიც მთავრობის მხარდაჭერით

აშენდა, 1 წლის წინ დაიწყო მთავრობასთან ერთობლივი თანამშრომლობით და მხარდაჭერით. ხელი ხელს ჩავკიდეთ და შედეგი იქნა დადებული. ასევე, ლაგოდეხში იყო ერთობლივი პროექტი, საბავშვო ბაღი აშენდა, სხვა ბევრი პროექტი იქნა განხორციელებული, სკოლები და სხვა სოციალური პროგრამები, რაც შევძელით, რომ წარმატებით განგვეხორციელებინა. წეღან სპორტის მასწავლებელმა მომახსენა, რომ ამ სოფელში ბევრი სასახელო სპორტსმენები გაზრდილან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დარბაზი ბევრ ოლიმპიურ ჩემპიონს გაზრდის. ახლახანს დასრულდა ოლიმპიადა. მე ძალიან სპორტული ადამიანი ვარ და ვადევნებდი თვალს ოლიმპიადას.ძალიან სასიხარულო იყო, რომ ქართველი სპორტსმენები ძალიან კარგად წარდგნენ ოლიმპიადაზე და კარგი შედეგები დადეს. მე ისევე გახარებული ვიყავი, როგორც ქართველი ერი ხარობდა მათი წარმატებით და დარწმუნებული ვარ, რომ ყიზილაჯლოელიც გახდება ჩემპიონი”, - მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, განაცხადა როვნაგ აბდულაევმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა