მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიმედოვნებთ, 2024 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოება დასრულდება - ალიევი

6412e13c3f847
მარიამ ვარადაშვილი
16.03.23 13:34
859
აზერბაიჯანის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოება 2024 წელს დასრულდება. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ბერლინში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“არსებული სიმძლავრეების გაფართოებაა საჭირო, რადგან ეს სიმძლავრე ტვირთის მოცულობის ძველ გათვლებს ეფუძნება. ინფორმაციას გიზიარებთ, რომ აზერბაიჯანული ინვესტიციით, სავარაუდოდ, მომავალ წელს დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოების სამუშაოები. არსებული მილიონი ტონიდან მისი სიმძლავრე 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 120 მლნ დოლარს გადააჭარბებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს მომდევნო წლისთვის დასრულდება”, - განაცხადა ალიევმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. მანამდე 2007 წლის 7 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ სამმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გაივლის.