მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რთულია დღეს უცხოელების დარწმუნება, რომ აქ სტაბილური გარემოა და შეუძლიათ ფული ჩადონ“

602fec6389184
თამთა ჯიჯავაძე
19.02.21 23:00
877
რა მოლოდინები აქვს ბიზნესს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების შედეგად? ამ შეკითხვას გადაცემა „ანალიტიკაში“ „რედკოს“ გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა ისაუბრა. მისი თქმით, ბიზნესი ელოდება ქვეყანაში კარგ და ხელსაყრელ გარემოს იმისათვის, რომ თუნდაც ტურიზმის მიმართულებით სექტორმა მუშაობა შეძლოს.

მალხაზ კუნელაურის თქმით, მთავრობის მხრიდან დიდი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკაზე და ეკონომიკაზე ზრუნვას უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს.

„რედკოს“ გენდირექტორი ასევე ამბობს, რომ რთულია ამ ვითარებაში უცხოელ პარტნიორებთან სამომავლო გეგმებზე საუბარი.

„ძალიან რთულია დღეს უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და უცხოელი პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ დღეს აქ არის სტაბილური გარემო და აქ შეუძლიათ ფული ჩადონ“, - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.

გარდა ამისა, „რედკოს“ გენერალური დირექტორის თქმით, პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. „ამიტომაც საჭიროა კონკრეტული მიმართულების გამოკვეთა და სტაბილიზაციის კონკრეტული ხედვა“, - ამბობს ის.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ საქართველოს პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილია წარდგენილი. ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტი თითქმის უცვლელი დატოვა, შეიცვლება ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი და ამ პოზიციაზე ირაკლი ქარსელაძეა წარდგენილი, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე. პარლამენტი მთავრობას 22 თებერვალს დაამტკიცებს.