მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი 2030 წლისთვის თვითმფრინავების წარმოებას გეგმავს - Reuters

6334457c1f7f1
მარიამ ვარადაშვილი
29.09.22 00:35
945
რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრია Boing-სა და Airbus-ის მიერ წარმოებულ ნაწილებზე უარი თქვას და რუსეთში აწყობილი ნაწილებით 1000 თვითმფირნავი გამოუშვას აპირებს. გეგმით ადგილობრივი წარმოება 2030 წლისთვის უნდა დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს

რუსეთის სახელმწიფო კომპანია “როსტეკი” ერთადერთი კომპანიაა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის დეტალებს აწარმოებს. უკრაინაში ინტენრენციის შემდეგ Boing-მა და Airbus-მა რუსული ავიაკომპანიების მომსახურებაზე, მათ შორის სათანადო ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვეს. ომამდე რუსეთის სამოქალაქო ავიაციის პარკს ძირითადად Boeing-სა და Airbus-ის მიერ წარმოებული თვითფრინავები შეადგენდა.

სანქციების გამო რუსული ავიაკომპანიები, მათ შორის ყველაზე მსხვილი აეროფლოტი სათადარიგო ნაწილებისთვის არსებულ თვითმფრინავებს შლიდნენ. “როსტეკის” ხელმძღვანელი და პუტინის ახლო მოკავშირე სერგეი შემეზოვი აცხადებს, რომ რუსეთის სამოქალაქო ავიაცია თვითკმარი უნდა იყოს.

ამ ეტაპზე 30-ზე მეტ ქვეყანას რუსეთში რეგისტრირებული კომპანიებისთვის საჰერო სივრცე აქვს ჩაკეტილი. სანქცია ასევე გავრცელდება კერძო თვითმფინავებზეც, მათ ევროკავშირის საჰაერო სივრცეში დაშვება/აფრენა არ შეუძლიათ.