რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ მზად არიან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს, თუმცა ამისთვის საქართველოს თანხმობაა საჭირო. როგორც რუსული სააგენტო РБК-ს კარასინმა უთხრა, პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილება ორივე ქვეყანამ ერთობლივად უნდა მიიღოს.
“ბუნებრივია, საჰერო მიმოსვლის განახლების საკითხს განვიხილავთ. ვცვლით ჩვენს მოსაზრებებს. როგორც ამბობენ ტანგოსთვის წყვილია საჭირო. ამ საკითხზე როგორი გადაწყვეტილება იქნება, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული არ არის”,-ამბობს ის.
2012 წლიდან ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგი მიმდინარეობს, რომელშიც რუსეთის ფედერაციას კარასინი, საქართველოს კი პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი ზურაბ აბაშიძე წარმოადგენს. გასული წლის ბოლოდან რუსეთში აქტიურად დაიწყეს საქართველოსთან ცალმხრივად შეწყვეტილი ფრენების განახლებაზე საუბარი. რამდენიმე კვირის წინ ავიამიმოსვლის განახლების იმედი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გამოთქვა. სერგეი ლავროვის ამ განცხადებას მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის თბილისის მერი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე.
„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.
BMG საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა და პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი