მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ბულგარეთს, პოლონეთსა და ჩეხეთს საპასუხო საჰაერო სანქციებს უწესებს

621a1d045dc46
ვიქტორია მღებრიშვილი
26.02.22 16:38
1805
რუსეთი სამ ქვეყანას, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის საჰაერო ხომალდებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტეს, საპასუხო სანქციებს უწესებს. ინფორმაციას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ავრცელებს.

„ბულგარეთის, პოლონეთის და ჩეხეთის არამეგობრული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, 2022 წლის 26 თებერვლის 15:00 საათიდან (მოსკოვის დროით) აღნიშნული ქვეყნების ან ამ ქვეყნებში რეგისტრირებული ავიაგადამზიდავებისთვის რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ფრენების განხორციელებასა და სატრანზიტო მიზნით ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე შეზღუდვა წესდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო უფლებების ზომებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ქვეყნებში რუსეთის ავიაგადამზიდებისთვის ან აქ რეგისტრირებული საჰაერო ხომალდებისთვის გადაადგილების აკრძალვის საპასუხოდ არის მიღებული.

ამ ქვეყნებიდან ფრენები შესაძლოა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური თანხმობის საფუძველზე შესრულდეს“, - ნათქვამია როსავიაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები