მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ევროპას Nord Stream 1-ით გაზის მიწოდებას დროებით შეუწყვეტს

62cbe995c7f15
გიორგი თოლორდავა
11.07.22 13:26
877
რუსეთის ფედერაცია ევროპის რეგიონს "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით შეუწყვეტს.

ოფიციალური წარმომადგენლობის განმარტებით, Nord Stream 1 მილსადენის შეფერხება ტექნიკური სამუშაოებითაა განპირობებული, რომელიც 11 ივლისიდან 21 ივლისამდე უნდა გაგრძელდეს.

აღნიშნული მილსადენის საშუალებით გერმანია რუსეთიდან ყოველწლიურად 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს და მის გამართულ ფუნქციონირებას ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

საგულისხმოა, რომ ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით ევროპელი ექსპერტები შეშფოთებას გამოხატავენ და ვარაუდობენ, რომ ამ შესაძლებლობას რუსეთი პოლიტიკური ზეწოლის გასაზრდელად გამოიყენებს. სავარაუდოდ, შეფერხების პერიოდი დაგეგმილთან შედარებით რამდენიმე დღით გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს ევროპის მასშტაბით არსებულ ენერგეტიკულ კრიზისს, რითაც რუსეთი კიდევ ერთხელ მიიღებს ძალის დემონსტრირების საშუალებას.

ზემოხსენებულ პროგნოზს იზიარებს გერმანიის ენერგეტიკის სამინისტროც, რომელმაც შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გასცა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა, მათ შორისაა, რეზერვების შევსება და მოხმარების შემცირება.