მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ევროპის საბჭოს მუშაობაში მონაწილებას არ მიიღებს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

6229b415e25d4
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.22 13:07
448
"რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას აღარ აპირებს, რამდენადაც ევროკავშირის და NATO-ს არამეგობრულად განწყობილი ქვეყნები ორგანიზაციისა და საერთო ჰუმანიტარული სამართლის სივრცის დაშლას აგრძელებენ"– ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყებაში განმარტავენ, რომ ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყნები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში თავისი აბსოლუტური უმრავლესობით ბოროტად სარგებლობენ.

„რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს ნატოსა და ევროკავშირის მიერ უძველესი ორგანიზაციის (ევროპის საბჭოს) დასავლეთის მადიდებელ და თვითკმაყოფილების პლატფორმად გადაქცევაში. დაე, დატკბნენ ერთმანეთთან ურთიერთობით რუსეთის გარეშე“, - აღნიშნავენ სამინისტროში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზს უსვამენ, რომ მდგომარეობა „შეუქცევადი“ ხდება.

„რუსეთი კოლექტიური დასავლეთის მიერ „წესებზე დაფუძნებული ბრძანების“ საფუძველზე წარმოებულ ქმედებებთან შეგუებას არ აპირებს“, - ამბობენ უწყებაში.