მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთმა უკრაინისთვის მიყენებული ზარალის კომპენსირება უნდა მოახდინოს" - ინიციატივას საქართველო მხარს უჭერს

6464b65263110
გიორგი თოლორდავა
17.05.23 15:52
1062
ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო პასუხი უნდა აგოს და ზარალის სრული კომპენსირება უნდა მოახდინოს, რისთვისაც დასავლეთი ახალი სადამსჯელო მექანიზმის შექმნაზე მუშაობს.

ისლანდიაში მიმდინარე სამიტზე 46 სახელმწიფოს ლიდერები ომისაგან მიღებული ზიანის აღწერის ახალ მეთოდზე მუშაობენ, რომელიც შესაძლებელს გახდის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ზარალის ზუსტად დათვლას.

ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების განცხადებით, პირველ ეტაპზე სწორედ აღწერის მექანიზმი შეიქმნება, ამის შემდეგ კი ევროპის საბჭო რუსეთის პასუხისგებისათვის ახალ მექანიზმს შექმნის, რომელიც კრემლს აიძულებს, უკრაინისათვის მიყენებული ზიანი სრულად აანაზღაუროს. ზუსტად რას მოიაზრებს პასუხისგების მექანიზმი, ამ ეტაპზე უცნობია.

ევროპის საბჭოს მიერ ზარალის სარეგისტრაციო მექანიზმის შექმნის საკითხს მხარს უჭერს საქართველოც.

გარდა რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებისა, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები უკრაინისათვის ახალი დახმარების გამოყოფაზე და შეღავათიანი სესხების გაცემის საკითხზეც მსჯელობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები