მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი, ფასზე ზღვარის დაწესების მხარდამჭერ ქვეყნებზე ნავთობის მიყიდვას აკრძალავს - Bloomberg

63830ab8ec008
მარიამ ვარადაშვილი
27.11.22 11:37
605
Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლში ამზადებენ პრეზიდენტის ბრძანებას, რომლითაც რუსულ ნავთობს ის ქვეყნები ვერ შეიძენენ, რომლებიც საფასო ჭერის დაწესებას დაუჭერენ მხარს.

გამოცემის თანახმად, აკრძალვა როგორც კომპანიებს, ისე ქვეყნებს შეეხება, რომელებიც რუსეთში მოპოვებულ ნავთობზე ფასის ჭერის დაწესებას დაუჭერენ მხარს. რუსული ნავთობის ფასზე შეზღუდვის დაწესებას ევროკავშირი განიხილავს, თუმცა გაერთიანების შიგნით ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. მიმდინარე კვირაში ევროკავშირის ელჩებმა ამ საკითხზე მოლაპარაკებები შეაჩერეს კიდეც. ევროგაერთიანება რუსული ნავთობისთვის 65 დოლარიანი ჭერის დაწესებას განიხილავს. საფასურზე შეუთანხმებლობის გამო ევროკავშირის შიგნით მოლაპარაკებები მომდევნო კვირაში უნდა განახლდეს.

აღსანიშნია, რომ 5 დეკემბერს ძალაში შედის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციათა მერვე პაკეტი, რომელიც მათ შორის ტანკერებით გადაზიდულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს ითვალისწინებს.

თავის მხრივ G7-ის წევრი სახელმწიფოები რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებისთვის ემზადებიან. ლიმიტის ამოქმედების შემდეგ, ბარელ რუსულ ნავთობზე მაქსიმალური ფასი 60-65 დოლარის ფარგლებში განისაზღვრება, აღნიშნული ზღვრის მოცულობა კი პერიოდულად საერთაშორისო ბირჟის ტენდენციების პარალელურად დაკორექტირდება.