მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი გაზიან სასმელებს საქართველოდან ყიდულობს - სანქციების ეფექტი

64673541872f7
შოთა ტყეშელაშვილი
19.05.23 12:53
2457
2023 წლის 4 თვეში რუსეთის ფედერაციამ საქართველოდან 226 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 45%-ით მეტი იყო. მათ შორის 273%-ით გაიზარდა საქართველოდან დაგაზიანებული და შაქრიანი სასმელების ექსპორტი რუსეთში. თუკი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 6.2 მილიონ დოლარს (9.5 ათას ტონას) შეადგენდა, წელს ის 17 მილიონ დოლარამდე (23 ათას ტონამდე) გაიზარდა.

ექსპორტის ასეთ ზრდას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იწვევს, რადგანაც ქვეყანა უკვე დატოვეს ისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა Coca-Cola და Pepsi. ბაზარზე არსებული დეფიციტის გათვალისწინებით, რუსეთმა პირდაპირი და პარალელური იმპორტით დაიწყო შაქრიანი სასმელების იმპორტი, მათ შორის გაყიდვები გაეზარდათ ქართველ მწარმოებლებსაც, რომელთა საქონელიც რუსეთში გაზრდილი რაოდენობებით გადის.

მთლიანობაში, 2023 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან 31.2 მილიონი დოლარის ღირებულების დაგაზიანებული და შაქრიანი სასმელები გავიდა ექსპორტზე, რაც წლიურად 89%-ით არის გაზრდილი.

გაზიანი სასმელების 5 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ასე ნაწილდება:

1) რუსეთის ფედერაცია - 17 მილიონი დოლარი, 23 ათასი ტონა;
2) ყაზახეთი - 3.7 მილიონი დოლარი, 5.6 ათასი ტონა;
3) სომხეთი - 3.6 მილიონი დოლარი, 4.5 ათასი ტონა;
4) აზერბაიჯანი - 3.4 მილიონი დოლარი, 5 ათასი ტონა;
5) ისრაელი - 0.8 მილიონი დოლარი, 1.1 ათასი ტონა.

უფრო დეტალურად, თუ რომელ კომპანიებს გააქვთ უცხოეთში გაზიანი სასმელები ექსპორტზე, იხილეთ ბმულზე