მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი 129.7%-ით გაიზარდა

642428dd308c7
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.23 21:00
762
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი მცირედით 2.7%-ით შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოდან 196 491 ტონა საქონლის შესაძენად 158 მილიონ 355 ათასი დოლარი გავიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ნავთობპროდუქტების იმპორტის 68.5% რუსეთის ფედერაციაზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ამ დასახელების საქონლის მთავარი საიმპორტო ბაზარია. საქონლის იმპორტის კლების პირობებში, რუსეთიდან იმპორტი ამ პერიოდის განმავლობაში 129.7%-ით გაიზარდა.

საიმპორტო ქვეყნების TOP-10-ეული ასეთია:

1. რუსეთი - 108.5 მლნ დოლარი, 149 195 ტონა;
2. რუმინეთი - 23.4 მლნ დოლარი, 27 218 ტონა;
3. თურქმენეთი - 8 მლნ დოლარი, 8 533 ტონა;
4. საბერძნეთი - 5.9 მლნ დოლარი, 5 333 ტონა;
5. თურქეთი - 2.9 მლნ დოლარი, 1 279 ტონა;
6. გერმანია - 2 მლნ დოლარი, 427 ტონა;
7. აზერბაიჯანი - 1.8 მლნ დოლარი, 1 682 ტონა;
8. კორეის რესპუბლიკა - 828 ათასი დოლარი, 417 ტონა;
9. ბელარუსი - 784 ათასი დოლარი, 794 ტონა;
10. ბელგია - 481 ათასი დოლარი, 113 ტონა;