23.ოქტომბერი .2021 16:25

რუსეთიდან ხორბლის იმპორტი შემცირდა, ფქვილის კი გაიზარდა

რუსეთიდან ხორბლის იმპორტი შემცირდა, ფქვილის კი გაიზარდა
views 414
უკან

მიმდინარე წლის 9 თვეში ხორბლის იმპორტი 15.6%-შემცირდა და შემოსული 282 866.82 ტონა იმპორტირებული პროდუქტის ღირებულებამ 67.8 მლნ დოლარი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, კლება მთავარი საიმპორტო ბაზრიდან - რუსეთიდან იმპორტის შემცირების ხარჯზე მოხდა. იმპორტის მონაცემები ქვეყნების მიხედვით კი ასეთია:

1. რუსეთში მიმდინარე წლის 9 თვეში 256 084.69 ტონა ხორბლის შესაძენად ქვეყნიდან 62.4 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასულ წელს შეძენილი ხორბლის ღირებულებას 22.2%-ით ჩამორჩება.
2. ამ პერიოდში აშშ-დან ხორბლის იმპორტი წინა წელს არ მომხდარა, ხოლო 2021 წელს ამ ბაზარზე 24 355.5 ტონა ხორბლის შესაძენად 4.6 მლნ დოლარი გავიდა;
3. მცირეა 9 თვეში ყაზახეთიდან შემოტანილი ხორბლის მოცულობები - 2 000 ტონა, 569 ათასი დოლარი;
4. სომხეთი - 326.6 ტონა, 84.4 ათასი დოლარი;
5. ავსტრია - 44.3 ტონა, 49.5 ათასი დოლარი;
6. სლოვაკეთი - 40 ტონა, 28.2 ათასი დოლარი;
7. თურქეთი - 15 ტონა, 9.1 ათასი დოლარი;
8. გერმანია - 0.6 ტონა, 1 ათასი დოლარი.

აღსანიშნია, რომ ხორბლის იმპორტის კლების პარალელურად ქვეყანაში ხორბლის ფქვილის იმპორტი გაორმაგდა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 16 430.9 ტონა ფქვილის შესაძენად ქვეყნიდან 4.9 მლნ დოლარი გავიდა. შესაბამისად, იმპორტი 115.5%-ითაა გაზრდილი. ფქვილის შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია:

1. რუსეთი - 4.6 მლნ დოლარი, 15 801.6 ტონა;
2. თურქეთი - 85.5 ათასი დოლარი, 184 ტონა;
3. იტალია - 62.1 ათასი დოლარი, 77.1 ტონა;
4. უკრაინა - 52.2 ათასი დოლარი, 170 ტონა;
5. ლიეტუვა - 40.6 ათასი დოლარი, 142.1 ტონა;
6. ავსტრია - 28.7 ათასი დოლარი, 44.7 ტონა;
7. საფრანგეთი - 12.7 ათასი დოლარი, 10.9 ტონა;

შეგახსენებთ, რომ ფქვილის იმპორტის მაღალ მაჩვენებლებზე ხორბლის იმპორტიორებმა და გადამამუშავებლებმა საუბარი სექტემბერში დაიწყეს. ისინი ამის მიზეზად რუსეთიდან ხორბლის ექსპორტისას დადგენილ გადასახადებს ასახელებენ, რომელიც ივლისის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ფქვილის ექსპორტი გადასახადებით შეზღუდული არ არის. დარგის წარმომადგენლები და ადგილობრივი წისქვილკომბინატები ხორბლის იმპორტის შემცირებისა და ფქვილის იმპორტის ზრდიდან გამომდინარე იმ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, რამაც შესაძლოა ადგილობრივი წარმოებების ოპერირებას საფრთხე შეუქმნას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა