მიმდინარე წლის 9 თვეში ხორბლის იმპორტი 15.6%-შემცირდა და შემოსული 282 866.82 ტონა იმპორტირებული პროდუქტის ღირებულებამ 67.8 მლნ დოლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, კლება მთავარი საიმპორტო ბაზრიდან - რუსეთიდან იმპორტის შემცირების ხარჯზე მოხდა. იმპორტის მონაცემები ქვეყნების მიხედვით კი ასეთია:
1. რუსეთში მიმდინარე წლის 9 თვეში 256 084.69 ტონა ხორბლის შესაძენად ქვეყნიდან 62.4 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასულ წელს შეძენილი ხორბლის ღირებულებას 22.2%-ით ჩამორჩება.
2. ამ პერიოდში აშშ-დან ხორბლის იმპორტი წინა წელს არ მომხდარა, ხოლო 2021 წელს ამ ბაზარზე 24 355.5 ტონა ხორბლის შესაძენად 4.6 მლნ დოლარი გავიდა;
3. მცირეა 9 თვეში ყაზახეთიდან შემოტანილი ხორბლის მოცულობები - 2 000 ტონა, 569 ათასი დოლარი;
4. სომხეთი - 326.6 ტონა, 84.4 ათასი დოლარი;
5. ავსტრია - 44.3 ტონა, 49.5 ათასი დოლარი;
6. სლოვაკეთი - 40 ტონა, 28.2 ათასი დოლარი;
7. თურქეთი - 15 ტონა, 9.1 ათასი დოლარი;
8. გერმანია - 0.6 ტონა, 1 ათასი დოლარი.
აღსანიშნია, რომ ხორბლის იმპორტის კლების პარალელურად ქვეყანაში ხორბლის ფქვილის იმპორტი გაორმაგდა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 16 430.9 ტონა ფქვილის შესაძენად ქვეყნიდან 4.9 მლნ დოლარი გავიდა. შესაბამისად, იმპორტი 115.5%-ითაა გაზრდილი. ფქვილის შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია:
1. რუსეთი - 4.6 მლნ დოლარი, 15 801.6 ტონა;
2. თურქეთი - 85.5 ათასი დოლარი, 184 ტონა;
3. იტალია - 62.1 ათასი დოლარი, 77.1 ტონა;
4. უკრაინა - 52.2 ათასი დოლარი, 170 ტონა;
5. ლიეტუვა - 40.6 ათასი დოლარი, 142.1 ტონა;
6. ავსტრია - 28.7 ათასი დოლარი, 44.7 ტონა;
7. საფრანგეთი - 12.7 ათასი დოლარი, 10.9 ტონა;
შეგახსენებთ, რომ ფქვილის იმპორტის მაღალ მაჩვენებლებზე ხორბლის იმპორტიორებმა და გადამამუშავებლებმა საუბარი სექტემბერში დაიწყეს. ისინი ამის მიზეზად რუსეთიდან ხორბლის ექსპორტისას დადგენილ გადასახადებს ასახელებენ, რომელიც ივლისის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ფქვილის ექსპორტი გადასახადებით შეზღუდული არ არის. დარგის წარმომადგენლები და ადგილობრივი წისქვილკომბინატები ხორბლის იმპორტის შემცირებისა და ფქვილის იმპორტის ზრდიდან გამომდინარე იმ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, რამაც შესაძლოა ადგილობრივი წარმოებების ოპერირებას საფრთხე შეუქმნას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი