კომპანია GDB-ს მიერ ლაგოდეხში წარმოებული სალათის ფურცლებით რუსეთის McDonald's-ი მაისში მიღებული მოსავლით უნდა მომარაგებულიყო. თუმცა იმის გამო რომ რუსეთის ბაზარი McDonald's-მა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო დატოვა, ქართველ ფერმერს პრობლემები შეექმნა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ივა ჭყონია ამბობს, მოსავალს კომპანია აპრილში ელოდება, რომლის რეალიზება 1 თვეში მაინც უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში 200 000 ევროზე მეტი ღირებულების პროდუქციის ზარალი იქნება. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე, სადაც სალათის ფურცლების ექსპორტი უნდა განხორციელდეს.
“ხელშეკრულება რუსეთის McDonald's-თან უკვე გაფორმებული იყო. საუბარია დაახლოებით 180-200 ტონა სალათის ფურცლის ექსპორტზე. შედარებისთვის, ჩვენი ქვეყანა წლიურად მხოლოდ 200 ტონა სალათის ფურცელს მოიხმარს. მოსავლის რეალიზება, რომელიც მაისში უკვე უნდა მოვიდეს, ერთ თვეში მაინც უნდა მოხდეს. დღეს ეს წარმოუდგენელია, შესაბამისად საუბარი იქნება კოლოსალურ ზარალზე და ათობით დაკარგულ სამუშაო ადგილზე. საბოლოოდ კი პროექტი ჩავარდება. აქტიურად ვმუშაობთ ალტერნატიულ ბაზრებზე, მათ შორის წერილობით მივმართავთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ეს იმისთვის, რომ ევროკავშირმა ქართველ ფერმერებს გაგვიწიოს დახმარება. უნდა მოხდეს ალტერნატიული ბაზრების მოძიება, თუმცა ეს ბაზრები უნდა იყოს ახლო დასავლეთით იმიტომ, რომ ამ პროდუქტის ვარგისიანობა დაბალია", - განაცხადა კომპანია GDB-ის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ.
ცნობისთვის, GDB სამ ჰექტარ ფართობზე ლაგოდეხის სუბტროპიკულ ზონაში სამი სახეობის სალათის ფურცლებს აწარმოებს. ესენია: აისბერგი, რომანოსა და ლოლაროსა, რომელთა კილოგრამის ფასი ბაზარზე 8-10 ლარს შეადგენს.
კომპანია GDB-მ ოპერირება 2021 წლის აგვისტოში დაიწყო და წლის განმავლობაში სალათის ფურცლის მოსავალი ორჯერ აიღო - ნოემბერსა და მაისის თვეში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი