რუსეთის მხრიდან კომპანია "ბადაგონზე” არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა, - ამის შესახებ კომპანია "ბადაგონის” გენერალურმა დირექტორმა მარიამ გიორგაძემ განაცხადა.
როგორც გიორგაძე განმარტავს, რუსეთის ბაზარზე შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის ზაფხულში მედიის მხრიდან ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
“არაფერი მომხდარა, არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა. მედიის მხრიდან ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ამ კომპანიებს რუსეთის ბაზარზე შესვლა აეკრძალათ. განცხადებაში ნახსენები იყო, რომ იქნებოდა ხარისხზე კონტროლი და იქ იყო სხვადასხვა მსხვილი კომპანიების ჩამოთვლილი. წუნზე საუბარი არ ყოფილა და ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რუსეთის ბაზარზე გასვლა ერთი დღით არ შეჩერებულა და უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა და ახლაც ვაგრძელებთ,”- აღნიშნა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სააგენტომ (როსპოტრებნადზორი) რუსეთში 8 ქართული კომპანიის ღვინის შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება მიმდინარე წლის ივნისში გაავრცელა, რუსული ავიასანქციების დაწესების პერიოდში. ეს კომპანიებია: "სს ბაგრატიონი 1882", შპს "ბოლერო და კომპანია", შპს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა", შპს "ბადაგონი", შპს "ქართული ღვინის სახლი", შპს "ქართული ღვინის კორპორაცია", "ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელები" და შპს "ბატონი".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის