მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის სამხრეთით 12 ქალაქში აეროპორტები დროებით იხურება

62171a13b0121
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.22 09:37
1114
რუსეთის საჰაერო სივრცის ფედერალური სააგენტო რუსეთის სამხრეთ ნაწილში არსებული აეროპორტების დახურვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„უკრაინასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გართულების გამო 24 თებერვლიდან მოსკოვის დროით 03:45 საათიდან რუსეთის სამხრეთში მდებარე რიგი აეროპორტებიდან ფრენები დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვები მიმდინარე წლის 2 მარტის 03:45 საათამდე იმოქმედებს.

დროებით შეჩერებულია შემდეგი აეროპორტების მუშაობა: როსტოვი (პლატოვი), კრასნოდარი (პაშკოვსკი), ანაპა, გელენჯიკი, ელისტა, სტავროპოლი, ბელგოროდი, ბრიანსკი, ორიოლი, კურსკი, ვორონეჟი, სიმფეროპოლი.

რუსეთის საავიაციო ძალები უახლოესი რეისების მგზავრებსა და მათ დამხვედრებს არ ურჩევენ აეროპორტებში მისვლას. აეროპორტების და ავიაკომპანიების ოპერირების შესახებ არსებული ცვლილებზე ინფორმაცია აეროპორტების ოფიციალურ გვერდებზე და მათ სოციალურ ქსელებში უნდა შეამოწმოთ“, - წერია „როსავიაციის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. უკრაინამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. დილიდან ისმის აფეთქების ხმები კიევსა და ხარკოვში.