მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთისთვის ღვინის უმსხვილესი მიმწოდებელი საქართველოა - მედია

649160525e666
ვიქტორია მღებრიშვილი
20.06.23 11:51
946

საქართველო რუსეთში ღვინის მიწოდების კუთხით პირველ ადგილზე გავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გამოცემები წერენ, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციები მყარდება, რაც პირდაპირი იმპორტით არის განპირობებული. პირველი ხუთი თვის განმავლობაში ღვინის მიწოდება საქართველოდან რუსეთში 63%-ით გაიზარდა და 24 მილიონ 150 ათასი ლიტრი შეადგინა, რამაც ღვინის ექსპორტიორ ქვეყნების რეიტინგში საქართველოს პირველ ადგილზე დაწინაურება განაპირობა. შედეგად, ქართულმა ღვინომ რეიტინგში იტალიას გადაუსწრო. გამოცემების წერენ, რომ ამ გარემოებამ შესაძლოა იმ ადგილობრივი ღვინის კომპანიების ბიზნესის წარმოება გაართულოს, რომლებიც თაროზე ძირითადად ქართულ ღვინოებს უწევენ კონკურენციას.

რუსული „კომერსანტი“ პირად წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, რუსეთში საქართველოდან 24 მლნ 150 ათასი ლიტრი ღვინის იმპორტი განხორციელდა, იტალიიდან 23 მილიონ 360 ათასი ლიტრი, რაც საქართველოდან გასული წლის იმპორტს 63%-ით, ხოლო იტალიიდან 31%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ღვინის მიწოდებაში საქართველოს წილი 19.1%-ით განისაზღვრა, იტალიის კი 18.5%. ამასთან ესპანეთიდან ღვინის იმპორტი 25%-ით გაიზარდა და 20 მილიონ 460 ათასი ლიტრი შეადგინა, ხოლო საფრანგეთიდან 23%-ით 10 მილიონ 040 ათას ლიტრამდე, პორტუგალიის შემთხვევაში რუსეთში ღვინის იმპორტი 69%-ით 9 მილიონ 610 ათას ლიტრამდე გაიზრდა.

გამოცემაში აღნიშნავენ, რომ პირველ კვარტალში საქართველოდან ღვინის რუსეთში იმპორტი 49%-ით იყო გაზრდილი. ღვინით მოვაჭრე კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრ ლიპილინი ამბობს, რომ საქართველოდან იმპორტი 2022 წელს გააქტიურდა, რაც გადახდებთან და ლოგისტიკასთან არსებული სირთულეების არ არსებობიდან გამომდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ქართული ღვინის წილის ზრდა დაბალ და საშუალო სეგმენტის ღვინოების სავაჭრო ქსელების კერძო იმპორტით არის განპირობებული, რამეთუ ქსელები მწარმოებლებთან პირად კონტაქტებზე გადავიდნენ და თაროზე ღვინოზე მინიმალური ფასის შეთავაზება შეუძლიათ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები