ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შევჩოვიჩი რუსეთთან და უკრაინასთან გაზის ტრანზიტის შესახებ კონსულტაციების შედეგად იმედგაცრუებულია. როგორც ევროკომისარმა მედიას განუცხადა, რუსეთმა და უკრაინამ უნდა გამოიყენონ "ყოველი დღე და ყოველი წუთი გაზის ტრანზიტზე მოლაპარაკების მიზნით".
”მე მოვამზადე შეხვედრა ისე, რომ პოზიტიური წინსვლა პოლიტიკური ნებით განხორციელებულიყო. დღეს ჩემი ზარი იყო, რომ დრო მიფრინავს და სწრაფი ნაბჯებით უნდა ვიმოქმედოთ, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ იმედგაცრუებული ვარ დღევანდელი შედეგით", - განაცხადა შევჩოვიჩმა.
პოლიტიკოსმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება უახლოეს მომავალში მიიღწევა.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში მომავალი წლიდან უკრაინის გავლით, ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებები გუშინ გაიმართა. სამმხრივი კონსულტაციები 80 წუთი გაგრძელდა. შეხვედრას უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრები, გაზპრომისა და ნაფტოგაზის ხელმძღვანელები და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდნენ. ბრიუსელში მხარეებმა სამომავლო ხელშეკრულების მოცულობა, პირობები და სხვა დეტალები განიხილეს, საბოლოო ჯამში კი, გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა.
როგორც რუსულენოვანი მედია იუწყება, მთავარი უთანხმოება ხელშეკრულების მოცულობასა და ვადებში მდგომარეობს. ევროკომისიას და კიევს სურთ, 10 წლის განმავლობაში - 60 მილიარდი კუბური მეტრის ტრანზიტი განახორციელონ, ხოლო გაზპრომი დაჟინებით მოკლევადიან ხელშეკრულებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით სექტემბერში განახლდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ