რუსეთში ანტისახელისუფლებო აქციებზე ასობით დემონსტრანტი დააკავეს. აქციის მონაწილეები ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ კრემლის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. როგორც რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია Ovd-Info იტყობინება, ჯამში დაკავებულია 1300-ზე მეტი ადამიანი. ყველაზე მეტი სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში დააკავეს. აქციები ასევე გაიმართა ირკუტსკში, ეკატერინბურგსა და სხვა დიდ ქალაქებშიც.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განაცხადა, რუსეთიდან ავიაბილეთები სწრაფად გაიყიდა. ამასთან, სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საზღვრებზე რიგების შესახებ, მათ შორის ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. გარდა ამისა, BBC-ის ცნობით, Google-ის საძიებო სისტემაში კითხვა - „როგორ დავტოვოთ რუსეთი?“ მაღალი ინტენსივობით დაისვა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა მობილიზაცია გუშინ გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით 300 000 რეზერვისტს იწვევენ ჯარში. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსულმა ძალებმა უკრაინაში არაერთ ქალაქსა და ტერიტორიაზე დაკარგეს კონტროლი.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ტყვეობიდან 215 უკრაინელი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან უკრაინის ეროვნული გვარდიის „აზოვის“ მებრძოლებიც.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება