რუსეთში ბიზნესი ქაღალდისა და მელნის დასაზოგად სასაქონლო ეტიკეტის შემცირებას ითხოვს. მწარმოებლების აზრით, ქაღალდისა და მელნის დეფიციტის გამო, მიზანშეწონილია შეფუთვაზე პროდუქტის შესახებ უფრო ნაკლები ინფორმაცია იყოს დატანილი. "მიზანი ადმინისტრაციული ბარიერებისა და შესაფუთი მასალების შემცირებაა", - ამბობს ბიზნესი.
კერძო სექტორის შეთავაზებას რუსეთის მთავრობა განიხილავს. ვიცე-პრემიერმა ვიქტორია აბრამჩენკომ მიმდინარე წლის ივლისში უწყებებს „საქონლის ეტიკეტირების სფეროში“ რუსული სტანდარტის გადახედვის მოთხოვნით მიმართა. ამასთან, ვიცე-პრემიერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გააზრებული იყოს ის ინფორმაცია, რომელიც შეფუთვაზე იქნება დატანილი.
RBC-ს ცნობით, საქმე პროდუქტის შესახებ მუყაოზე ეტიკეტის დატანისას ინფორმაციის მიერ დაკავებული მინიმალური და მაქსიმალური ფართობის განსაზღვრას ეხება. საკითხის შესრულება რამდენიმე უწყებას ერთდროულად ეხება. მათ თავისი პოზიცია უნდა დაამუშაონ და 22 ივლისამდე უნდა წარადგინონ.
RBC-ს ინფორმაციითვე, სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი მწარმოებლებს შესაფუთი მასალების დეფიციტი მიმდინარე წლის ზაფხულში, დასავლეთის სანქციებისა და ლოგისტიკური დარღვევების გამო შეექმნათ. მარტის ბოლოს შვედური კომპანიის რუსული საწარმო Tetra Pak-მა სასურსათო შეფუთვის ასორტიმენტი წარმოებისთვის საჭირო ზოგიერთი კომპონენტის დეფიციტის გამო შეამცირა და 2-ლიტრიანი ღვინისა და სასმელების შეფუთვის წარმოება შეაჩერა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი