მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან შესაფუთი მასალების ექსპორტი 14%-ით, $55,3 მილიონამდე გაიზარდა

შეფუთვები

შესაფუთი მასალების სექტორი ქვეყანაში ბოლო წლებში ერთ-ერთ მზარდ სექტორად ჩამოყალიბდა. 2018 წელს, როცა შემფუთველთა კლასტერი შეიქმნა, ქვეყნის ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტის წილი თითქმის თანაბარი იყო, 2022 წლის მდგომარეობით კი ადგილობრივი წარმოების წილი 78%-მდეა გაზრდილი.

წარმოების ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან შესაფუთი მასალების ექსპორტი. 2022 წელს საქართველოდან 48,6 მილიონი დოლარის ღირებულების შესაფუთი მასალების ექსპორტი განხორციელდა, რაც გასულ წელს 14%-ით, 55,3 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. სტატისტიკური ინფორმაცია გაეროს მიერ შემუშავებული 2022 წლის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით შედგა და შეფუთვების სექტორის შეფასებას მოიცავს ყველა ტიპის შეფუთვების გათვალისწინებით.

ექსპორტი შეფუთვის ტიპის მიხედვით (2023 წელი):

მინა: 1 595 630 $

პლასტიკის ფირები: 2 427 890$

პლასტიკი, ტრანსპორტირების შესაფუთად გამოყენებული მასალები: 13 576 390 $

ქაღალდის ყუთები: 204 880 $

ქაღალდის მუყაოს შეფუთვა: 26 264 050 $

ალუმინი: 5410$

ტომრები, შესაფუთი პაკეტები: 11 228 450$

ქართული შესაფუთი მასალების ძირითადი საექსპორტო ბაზარი მეზობელი სახელმწიფოებია. კერძოდ, გასულ წელს 32 მილიონი დოლარის ღირებულების შესაფუთი მასალები გავიდა აზერბაიჯანში, რაც მთლიანი ექსპორტის 60%-ს წარმოადგენს. ექსპორტის 13% მოდის სომხეთზე, 7% პოლონეთზე, 1,2 მილიონის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა შტატებში და მას მთლიან ექსპორტში 2%-იანი წილი უჭირავს.

შესაფუთი მასალების ექსპორტი (2023 წელი):

აზერბაიჯანი : 32 მლნ, - 60%,

სომხეთი: 7,2 მლნ, -13% ,

პოლონეთი: 4,3 მლნ, - 7%, (ტომრები),

ბულგარეთი: 1,7მლნ, - 3%,

აშშ:1,2 მლნ, -2%

რაც შეეხება იმპორტს, 1%-ით შემცირდა გასულ წელს ქვეყანაში შესაფუთი მასალების იმპორტი. თუ 2022 წელს მთლიანი იმპორტი 232 მილიონი დოლარი იყო, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 230 მილიონამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები