მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში iPhone-ის გაქირავება დაიწყეს

5dc294ad6f0e8
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 22:36
1323

რუსეთში iPhone-ის გაქირავების სერვისი გამოჩნდა. გავლენიანი გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, ამერიკული ძვირად ღირებული ტელეფონების იჯარით გაცემა, უმსხვილესმა რუსულმა დისტრიბუტორებმა re:Store-მა და Forward Leasing-მა წამოიწყეს.



კომპანიების მიერ გავრცელებული ერთობლივი პრეს-რელიზის თანახმად,  მომხმარებელს iPhone-ის ხუთი მოდელის ქირაობა შეუძლია. მათ შორის წინა ფლაგმან iPhone XS-სა და უახლესი iPhone 11 Pro-ს მოდელების ჩათვლით.



64GB მეხსიერებიანი iPhone 11–ის ერთი თვით ქირაობა 3940 რუბლი ღირს, რაც დაახლოებით 184 ლარია. ერთი წლის შემთხვევაში კი მომხმარებელს 47 280 რუბლის (2200 ლარის) გადახდა მოუწევს.



IPhone 11 Pro Max-ის ქირაობა კი თვეში 5,950 რუბლი ჯდება, (12 თვეში 71,400 რუბლი). აღსანიშნავია, რომ ამ სმარტფონის ყიდვა რუსეთში მაღაზიებში 99,990 რუბლად არის შესაძლებელი.

 

iPhone- ის გამქირავებელ კომპანიებში ვარაუდობენ, რომ ამ გზით მოქალაქეებს სასურველი ტელეფონის გამოყენების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ. მათი წინასწარი პროგნოზით, ტელეფონებზე მოთხოვნა დიდი იქნება.