მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში პირბადის გამოყენება ხვალიდან სავალდებულო ხდება

5f97e4621f951
ნათია თაქთაქიშვილი
27.10.20 22:43
1079
რუსეთში პირბადის გამოყენება ხვალიდან სავალდებულო ხდება, რადგან ქვეყანაში, ოფიციალური სტატისტიკით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 16 550 ადამიანს დაუდასტურდა, 320 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობაა. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, „როსპოტრებნადზორის“ გადაწყვეტილებით, რუსეთში 28 ოქტომბრიდან მასობრივი შეკრების ადგილებში, ტრანსპორტსა და ლიფტებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. ასევე, იკრძალება საღამის 11:00 საათის შემდეგ კაფეებისა და რესტორნების მუშაობა. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 1,5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მილიონ 158 ათასს აჭარბებს, 26 589 ადამიანი კი გარდაიცვალა.