მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში უმუშევრობის დონემ 6.1%-ს მიაღწია

5ee9eeb1897e0
ნათია თაქთაქიშვილი
17.06.20 20:25
1267
რუსეთის შრომისა და დასაქმების მინისტრის ანტონ კოტიაკოვის განცხადებით, მაისის თვეში უმუშევრობის დონემ ქვეყანაში 6.1%-ს მიაღწია, მაშინ როდესაც უმუშევრობამ აპრილში 5.8%-ი შეადგინა. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.

კოტიაკოვის განცხადებით, რუსეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით უმუშევრობას პანდემიის პერიოდში უკეთ უმკლავდება.

შრომისა და დასაქმების მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი შრომით ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესებას მეოთხე კვარტალიდან ელოდება.

რუსეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მიხედვით მესამე ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც COVID-19-ით ინფიცირების 550,000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.