მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვას არ ვაპირებთ - შალვა პაპუაშვილი

647dee4fc059f
BM.GE
05.06.23 18:25
484
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხის გადახედვა არ იგეგმება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას. 

„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს - ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამ საკითხის გადახედვას, იქიდან გამომდინარე, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება ნიშნავს სანქციის შემოღებას და საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციის შემოღებას,“ -განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.